ორგანიზაციის სამუშაო გარემოს განახლების მიზნით შერჩეულ იქნა Microsoft Office 365- ის ძირითადი სერვისები. კლიენტს შევთავაზეთ “Microsoft Azure Cloud’’-ის მომსახურება ეტაპობრივი სერვისების მიგრაციისთვის. კლიენტთა IT განყოფილება, „სოფთლაინ საქართველოს“ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ტესტავს Azure-ის სერვისებს.
Microsoft Office 365-ის ღრუბლოვანი სერვისების დანერგვის შედეგად გაიზარდა რესურსების დაზოგვა. გეოგრაფიულად გადანაწილებულმა თანამშრომლებმა მიიღეს წვდომა კორპორატიულ რესურსებსა და მასალებზე. კლიენტისთვის იქნა დანერგილი ღრუბლოვანი მონაცემთა სანახი და კორპორატიული პორტალი. „სოფთლაინ საქართველოს“ სპეციალისტებმა ჩაატარეს რიგი ტრენინგები კლიენტის თანამშრომლებისათვის, აჩვენეს ერთ სივრცეში ურთიერთქმედების საფუძვლები და გადაწყვეტის ფუნქციონალი. დისტანციური მომხმარებლები გახდნენ გუნდის ნაწილი, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ შეხვედრებს, მიეცათ შესაძლებლობა შეეტანათ საერთო პროექტების მასალებში შენიშვნები და შესწორებები დროის დაკარგვის გარეშე. დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.