კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინერის პოზიციაზე.
Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს.
უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში მიმდინარე ტექნიკური პროექტების დამუშავება;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში, დამკვეთების ამოცანების შესაბამისად ქსელური ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება და ქსელური გადაწყვეტილებების მოდელების შერჩევა;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში ქსელური მოწყობილობების (როუტერები, კომუტატორები, ბრანდმაუერები, უსადენო დაშვების წერტილების - WiFi) იმპლემენტაცია;
- სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტექნიკურ სემინარებსა და ვებინარებზე დასწრება;
- სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკური გამოცდების ჩაბარება და სერტიფიცირება (სწავლების და გამოცდების ყველა ხარჯს ანაზღაურებს კომპანია);
- ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციების შედგენა და რეკომენდაციების გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
- შემდეგ ტექნოლოგიებსა და პროტოკოლებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, BGP EVPN, VXLAN, IPSEC VPN, GRE, SSL VPN, DMVPN, HSRP, VRRP, dot1x, SD-WAN, Cisco ISE, Cisco SD-access;
- მონაცემთა ცენტრებისათვის ქსელური არქიტექტურის შუმუშავებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება;
- სხვადასხვა ბრენდის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება: Cisco, Juniper,Dell და HPE Aruba;
- ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობილობების, მათ შორის უკაბელო წვდომის წერტილების, ბრენდმაუერების, მარშრუტიზატორის, კომუტატორების, WiFi მოწყობილობების იმპლემენტაციის და პრობლემების აღმოფხვრის უნარი;
- ქსელური სისტემების პროექტირებისა და დაგეგმარებისათვის ქსელური დიაგრამების და დოკუმენტაციის შექმნის უნარი;
- სასურველია ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება: Fortinet, Check Point, Palo-alto;
- ახალი ტექნოლოგიების და პროდუქტების სწრაფი ათვისების უნარი;
- სასურველია Cisco CCNP enterprise (ENCOR & ENARSI) სერტიფიკატი;
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა,
- პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტლურ ბონუსებს;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Inga.lomishvili@noventiq.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მსურს მუშაობა "Noventiq საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება