Noventiq Internship-ში მონაწილეობა
ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, დაიწყონ პროფესიური კარიერა IT სფეროში და აირჩიონ მომავალი სპეციალობა. სტაჟირების ფარგლებში, თქვენ შეძლებთ, გაეცნოთ გლობალურ საერთაშორისო კომპანია „Noventiq საქართველო“-ში მიმდინარე პროცესებს რეალურ დროში, ისწავლოთ გამოცდილ პროფესიონალებთან, განავითაროთ თქვენი პრაქტიკული უნარები და რაც მთავარია, ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი თავისუფალი დრო.
სტაჟირების შედეგების მიხედვით:
ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო სტაჟიორებს დასაქმების შესაძლებლობებს „Noventiq საქართველო“-ში (კომპანიაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში).
Noventiq Internship პროგრამის ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს სტაჟირების წარმატებით გავლისათვის, რაც შეგმატებთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შრომით ბაზარზე. გარდა ამისა, სტაჟიორებს შეუძლიათ პრაქტიკული ბაზის მიღება საკურსოს ან სადიპლომოს დასაწერად.