კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას სისტემური ინჟინრის პოზიციაზე.
Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში.
ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს.
უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში მიმდინარე ტექნიკური პროექტების დამუშავება;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში, დამკვეთების ამოცანების შესაბამისად IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების არქიტექტურის შემუშავება;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების (სერვერი, მონაცემთა სანახი სისტემა, ვირტუალიზაცია, HCI, სარეზერვო გადაწყვეტილებები) იმპლემენტაცია;
- სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტექნიკურ სემინარებსა და ვებინარებზე დასწრება;
- სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკური გამოცდების ჩაბარება და სერტიფიცირება (სწავლების და გამოცდების ყველა ხარჯს ანაზღაურებს კომპანია);
- ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციების შედგენა და რეკომენდაციების გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დაგეგმარებაში, იმპლემენტაცია და მხარდაჭერაში;
- VMware/Hyper-V - ვირტუალიზაციის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
- Windows Server/Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- HPE/Dell - მწარმოებლის ჰიპერკონვერგენტულ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
- HPE/Dell/Lenovo - მწარმოებლის მონაცემთა სანახ სისტემასთან და სერვერულ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
- HPE/Dell/Veeam - მწარმოებლის სარეზერვო გადაწყვეტილებასთან მუშაობის გამოცდილება;
- ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა,
- პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ ბონუსებს;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Inga.lomishvili@noventiq.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მსურს მუშაობა "Noventiq საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება