Noventiq Georgia-ს დირექტორი, რევაზ ურუშაძე დაესწრო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კომპანია ASUS-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - “ASUS Business Summit 2025”, რომელიც გაიმართა 3-4 აპრილს, ესპანეთის ქ. ალიკანტეში.
სამიტზე, რ.ურუშაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომუნიკაციის, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლ.ბიძინაშვილი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტების მენეჯერი, ნ.სოზიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ASUS-ის ხელმძღვანელ პირებთან:
- სისტემების გაყიდვების ჯგუფის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ერიკ ჩენთან (Eric Chen);
- გენერალურ მენეჯერთან და EMEA-ს კომერციული სისტემების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელთან, ქალბატონ მადლენ ჰუნგთან (Madeleine Hung)
- EMEA-ს პროდუქტის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ქალბატონ ვერონიკა ვუსთან (Veronica Wu).
აღნიშნულ შეხვედრებზე ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც Noventiq Georgia ახორციელებს და მათ შორის პირველკლასელებისთვის ASUS-ის ნეთბუქებით უზრუნველყოფას 2025 სასწავლო წლისთვის.
პირველკლასელთათვის ASUS-ის კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://noventiq.ge/about/news/2025-academic-year-ASUS-portable-computers-for-first-graders
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრო 300-ზე მეტი მონაწილე 35 ქვეყნიდან, სპიკერებმა ისაუბრეს ბიზნესისა და განათლების ტექნოლოგიების უახლეს, ინოვაციურ მიღწევებზე. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ASUS-ის ბიზნესისა და განათლებისთვის განკუთვნილი, რეალურ გარემოში ინტეგრირებული გადაწყვეტილებების სრული სპექტრი.
ამ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ღონისძიებაზე რ.ურუშაძის აქტიური მონაწილეობა და გამართული სტრატეგიული შეხვედრები ხაზს უსვამს Noventiq Georgia-ს მზადყოფნას, იყოს ტექნოლოგიური განვითარების წინა ხაზზე, გააღრმავოს მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობები და მიაწოდოს ეფექტური გადაწყვეტილებები ჩვენს მომხმარებლებს და საქართველოს საგანმანათლებლო სექტორს.