საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარების სტრატეგია მუშავდება ბიზნესის ანალიზის, IT-ის არსებული მდგომარეობისა და ინფორმატიზაციის სფეროში ექსპერტიზის საფუძველზე.
IT განვითარების სტრატეგია შედგება შემდეგი სექციებისგან:
- ბიზნეს საქმიანობის და IT-ის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი
- IT-ის მიზნობრივი არქიტექტურა
- ინტეგრაციასთან, IT ინფრასტრუქტურის განვითარების და აუთსორსინგთან მიდგომები
- IT-ის როლი და IT სამსახურების ორგანიზაცია
- IT პროექტების მიზნობრივი პორტფელი
ჩამოთვლილი პუნქტები თანმიმდევრობით იძლევა პასუხს სამ ძირითად კითხვაზე:
- რატომ და რა მიმართულებით უნდა განავითაროთ IT?
- რა უნდა გაკეთდეს მიზნობრივი შედეგის მისაღწევად?
- როგორ ავაწყოთ ბიზნესთან ურთიერთქმედება და მივაწოდოთ მას ხარისხიანი ინფორმაციული სერვისი?
IT-ის გრძელვადიანი დაგეგმვის ღირებულება მდგომარეობს შემდეგში:
შესრულების ანალიზსა და ბიზნეს მიზნების გააზრებაზე დაყრდნობით:
- გამოვლენილია და დასაბუთებულია ავტომატიზაციის სფეროების
- განსაზღვულია ავტომატიზაციის პრიორიტეტები და თანმიმდევრობა
IT-ის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზსა და პერსპექტიული ავტომატიზაციის სფეროების გააზრებაზე დაყრდნობით:
- განსაზღვრულია გამოყენებითი სისტემების და IT ინფრასტრუქტურის რაციონალური მიზნობრივი მდგომარეობა
- განსაზღვრულია რაციონალური და რეალისტური IT პროექტები
IT-ის მიზნობრივი მდგომარეობის, ავტომატიზაციის პრიორიტეტების და თანმიმდევრობის, IT პროექტების ანალიზზე დაყრდნობით:
- განსაზღვრულია ავტომატიზაციის ბიუჯეტი (დეტალურად მომავალი წლისთვის, ზოგადად მომდევნო 2-5 წლისათვის)
- მიღწეულია ურთიერთქმედება ბიზნესს და IT-ის შორის და მომავალი წლისთვის ჩამოყალიბებულია კომპანიის ინფორმატიზაციის პროგრამა.
IT განვითარების სტრატეგია არის ბიზნესსა და IT-ის შორის ურთიერთგაგების მიღწევის საშუალება - ბიზნესის ამოცანების და პრობლემების შესაბამისად, IT წარმოადგენს ქმედებების რაციონალურ და გონივრულ პროგრამას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გადაიჭრება ბიზნეს ამოცანები ავტომატიზაციის გზით, რა საშუალებებით, რა ვადებში და რა თანმიმდევრობით შეიძლება ამის გაკეთება.
კითხვა, რომელსაც პასუხობს IT სტრატეგია - როგორ უნდა მოხდეს IT-ის გადაწყობა ისე, რომ ინფორმაციული სისტემები სრულად შეესაბამებოდეს ბიზნეს პროცესებს. სტრატეგიული IT კონსალტინგის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებელს გააუმჯობესოს და გარდაქმნას ბიზნეს მოდელი, რათა მიაღწიოს ბიზნეს მიზნებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ორგანიზაციული და IT ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სრულ განვითარებას.
IT სტრატეგიის შემუშავება არის საკონსულტაციო სერვისი, რომლის ამოცანაა შეაფასოს IT-ის ამჟამინდელი მდგომარეობა, აღწეროს მიზნობრივი მდგომარეობა და ჩამოაყალიბოს გადაწყობის გეგმა მიმდინარე მდგომარეობიდან მიზნობრივ მდგომარეობამდე, სტრატეგიული ალტერნატივების გათვალისწინებით.
ბიზნესის განვითარების გზაზე IT ბარიერები შეიძლება დაკავშირებული იყოს:
- ბიზნეს პროცესების ინფორმაციულ მხარდაჭერასთან;
- სისტემების ინტეგრაციასთან;
- მონაცემთა მოდელთან;
- მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებასთან;
- IT ინფრასტრუქტურასთან;
- ინფორმაციული უსაფრთხოების საორგანიზაციო-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან;
- IT მართვის პროცესების განვითარების დონესთან.
ყველა მათგანი საბოლოოდ აფერხებს კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას, როგორიც არის საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაცია, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ბაზარზე წილის გაზრდა და სხვა.
დაგვიკავშირდით