Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
Noventiq Georgia არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული დარგში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ ცვლილებებისა და ინოვაციების მიღება. ვეძებთ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზებს. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვაფასებთ და პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომელს, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ვზეიმობთ ყველა წარმატებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების პირადი გეგმის შესრულება;
- გაყიდვების გუნდის გეგმის შესრულება;
- გრძელვადიანი, სანდო და ლოიალური ურთიერთობების დამყარება მომხმარებლებთან;
- ბიზნესის რიტმის მართვა, გაყიდვების გუნდის რეგულარული საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
- წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება, მონაწილეობა მსხვილი კომპანიების პროექტებში და ტოპ-მენეჯმენტთან მოლაპარაკებების პროცესში;
- გაყიდვების გუნდის კომპეტენციების განვითარება;
- გაყიდვების გუნდის მუშაობის მართვა სხვა კომპანიის სხვა დანაყოფებთან (მარკეტინგის, ტექნიკური და ფინანსური სამსახურები), პროექტების მიმართულებით ეფექტური, გუნდური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
- გაყიდვების გუნდის ფორმირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის (5+ თანამშრომელი) მართვის გამოცდილება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების პროცესების მართვის მიმართულებით დიდი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსით.
- შვებულება - 24 კალენდარული დღე;
- ავადმყოფობის ფურცლის ანაზღაურება;
- სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი - შესვენება;
- 3 ანაზღაურებადი Day-off წელიწადში, დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე საკუთარ დაბადების დღეზე;
- სამედიცინო დაზღვევა;
- ფასდაკლება ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე;
- შეუზღუდავი წვდომა LinkedIn Learning პლატფორმაზე.
კომპანიის ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, გიორგი დანელიას ქ. №13-ში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Georgia@noventiq.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის ამკრძალავ პოლიტიკას და კანდიდატებს არ განასხვავებს სქესის, ასაკის, რასის, ეროვნების, რელიგიის ან შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით ან/და სხვა ნიშნის გამო.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის რეზიუმე, დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით მომავალში შესაძლო ვაკანსიების განხილვის მიზნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჟამინდელი პოზიცია არ შეესაბამება თქვენს პროფილს.
გისურვებთ წარმატებებს!
მსურს მუშაობა "Noventiq საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება