Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
Noventiq Georgia არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული დარგში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ ცვლილებებისა და ინოვაციების მიღება. ვეძებთ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზებს. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვაფასებთ და პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომელს, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ვზეიმობთ ყველა წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული მომხმარებლების აქტიური მოძიება და მოზიდვა სხვადასხვა არხის გამოყენებით (მათ შორის, ცივი ზარები, ღონისძიებები, ონლაინ პლატფორმები);
- პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციების ჩატარება პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან;
- მომხმარებელთა ბიზნეს საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი და მათზე მორგებული კომერციული წინადადებების შემუშავება-წარდგენა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცხადებულ ბაზრის კვლევებსა და ტენდერებში მონაწილეობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
- კორპორატიული გაყიდვების პროექტების სრული ციკლის ეფექტური მართვა, შიდა და გარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური შესაძლებლობების მუდმივი ანალიზი გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
- კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა, საკუთარი წინადადებებისა და ინსაიტების გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B1);
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აქტიური გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
ჩვენთან დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- პროფესიული სასერტიფიკატო კურსები.
კომპანიის ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, გიორგი დანელიას ქ. №13-ში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Georgia@noventiq.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის ამკრძალავ პოლიტიკას და კანდიდატებს არ განასხვავებს სქესის, ასაკის, რასის, ეროვნების, რელიგიის ან შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით ან/და სხვა ნიშნის გამო.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის რეზიუმე, დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით მომავალში შესაძლო ვაკანსიების განხილვის მიზნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჟამინდელი პოზიცია არ შეესაბამება თქვენს პროფილს.
გისურვებთ წარმატებებს!
მსურს მუშაობა "Noventiq საქართველო"-ში!
ანკეტის შევსება