"Noventiq საქართველომ“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც გულისხმობს "სამედიცინო კორპორაცია EVEX — ის“ ყველა კლინიკის აღჭურვას კომიუტერული ტექნიკით, სათაო ოფისის ჩათვლით.
კონტრაქტის საერთო ღირებულება ერთ მილიონ დოლარს შეადგენს, ტექნიკის მიწოდება ერთი წელი გაგრძელდება.
"EVEX — ი წარმოადგენს უმსხვილეს სამედიცინო ორგანიზაციას კავკასიაში. კომპანიას გააჩნია 46 კლინიკა საქართველოს 6 რეგიონში — ამბობს ნათია წინწალაშვილი, "Noventiq საქართველოს" დირექტორის მოადგილე გაყიდვების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმება არის ჩვენი გუნდის პროფესიონალური მუშაობის შედეგი და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ტექნიკის გაყიდვა, არამედ დასტური იმისა რომ ვართ ლიდერი კომპანია საქართველოს IT — ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან".