Windows 365 გახლავთ მსოფლიოში პირველი ღრუბლოვანი პერსონალური კომპიუტერი. ის წარმოადგენს Windows პერსონალურ დესკტოპს, აპლიკაციებს, პარამეტრებსა და არსებულ ინფორმაციას ქლაუდიდან ნებისმიერი მომხმარებლის მოწყობილობაზე უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით. Windows 365, ეს არის ლოკალური და ღრუბლოვანი ოპერაციული სისტემის ჰიბრიდი. ორგანიზაცია ირჩევს, თუ რა ტიპის სისტემა მოერგება კონკრეტულ თანამშრომელს და მის წინაშე არსებულ ამოცანებს - ლოკალური ან/და ღრუბლოვანი ოპერაციული სისტემა.
ახლა უკვე ნებისმიერი ტიპის და ზომის ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ახალი Windows 365 ყველა უპირატესობით: ნებისმიერი მოწყობილობიდან წვდომა სპეციალიზირებული გამოთვლითი რესურსებიდან დაწყებული, მობილური თანამშრომლებისათვის და გეოგრაფიულად დაცალკევებული ოფისებისათვის ჰიბრიდული სამუშაო გადაწყვეტილებებით გაგრძელებული.
Windows 365 ლიცენზირება ხორციელდება თითოეულ მომხმარებელზე (ერთი მომხმარებელი - ერთი ლიცენზია). არ არსებობს Windows 365 ლიცენზირების მინიმალური ზღვარი, თუმცა ლიცენზირების ისეთ არხებს, როგორიც არის მაგალითად Enterprise Agreement, შეიძლება ჰქონდეს შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.
ამჟამად ხელმისაწვდომია ორი ვერსია: Windows 365 Enterprise და Windows 365 Business. ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი წარმოადგენს ღრუბლოვან სამუშაო ადგილს თანამშრომლისათვის, ერთმანეთისგან განსხვავებული ღრუბლოვანი კონფიგურაციით.