SQL Server, Windows Server 2008 და 2008 R2-ის მხარდაჭერის შეწყვეტის თარიღი ახლოვდება
რას ნიშნავს უსაფრთხოების სისტემების განახლების შეწყვეტა თქვენთვის?
უსაფრთხოების სისტემის განახლების ბოლო დღე შემდეგი პროდუქტებისათვის:
2019 წლის 9 აპრილი - SQL Server 2008 და 2008 R2
2020 წლის 14 იანვარი - Windows Server 2008 და 2008 R2
2019 წლიდან, როდესაც Microsoft შეწყვეტს SQL Server 2008 და 2008 R2-ის უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერასა და ყოველთვიურ განახლებებს, აღნიშნულ სისტემებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების პრობლემა წამოიჭრება. ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების სისტემების რეგულარული განახლებების გარეშე, უფრო დაუცველები არიან კიბერ-შეტევების მიმართ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი მონაცემის მოპარვა და მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა.
მიიღეთ ზომები ახლავე, რათა უზრუნველყოთ ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, არ დაუშვათ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა და თავიდან აიცილოთ სამართლებრივი სანქციები. პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე ვერსიებთან მუშაობა საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ წვდომა უსაფრთხოების სფეროში არსებულ უახლოეს შესაძლებლობებთან და აგრეთვე უსაფრთხოების სისტემის სტანდარტულ განახლებებთან.
ბიზნეს-რისკებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან დაცვა
უსაფრთხოების სისტემების სტანდარტული განახლებები Microsoft-გან ეხმარება ორგანიზაციებს აპლიკაციების, მონაცემებისა და შესაბამისი სერთიფიკატების დაცვაში.
რისკების მაგალითები |
მათი მნიშვნელობა |
როლი/გავლენა |
გამომძალველი პროგრამები (Petya, WannaCry) |
თქვენს მონაცემთა ბაზასთან წვდომის დაბლოკვა და თანხის გამოძალვის მცდელობები |
კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დისტანციური კოდების შესრულება |
აპარატული მოწყვლადობა (Meltdown/Spectre) |
ცენტრალურ პროცესორში მოწყვლადობა, რაც საშუალებას აძლევს ხაკერებს, მოიპარონ კონფიდენციალური მონაცემები (მოწყვლადობის აღმოფხვრა ხდება ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების განახლების შედეგად) |
მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება |
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების აქტი (HIPAA), საგადახდო ბარათების წარმოების უსაფრთხოების სტანდარტი (PCI DSS), ფედერალური ინფორმაციის უსაფრთხოების მოდერნიზაციის აქტი (FISMA), ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტი (FIPS), ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო (FINRA), NIST 800-53 სარბენ-ოქსლის აქტი |
უსაფრთხოების სისტემის განახლების გარეშე, პროდუქტები დაუცველია მონაცემთა გაჟონვის მიმართ, რის შედეგადაც აპლიკაციები და მონაცემები შეიძლება ჩავარდეს კიბერ-ქურდების ხელში. სხვა ნორმატიული მოთხოვნების შესრულება, GDPR-ის ჩათვლით, მოითხოვს ფუნქციონალური შესაძლებლობების არსებობას, რაც ხელმისაწვდომი არ არის გაცილებით ძველ სისტემებში. |
მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა, ბრენდის იმიჯის შელახვა და ფინანსური დანაკარგები (ჯარიმები) |
როგორ მოვიქცეთ?
მოემზადეთ მხარდაჭერის დასრულების თარიღისთვის წინასწარ - უზრუნველყავით ბიზნეს-კრიტიკული სისტემების შრომისუნარიანობა და შეინახეთ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ, მინიმალური რისკებისა და ხარჯების გათვალისწინებით!
SQL Server-ის უახლესი ვერსიები დაგეხმარებათ, შეასრულოთ თანამედროვე ნორმატიული აქტების მკაცრი მოთხოვნები, მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის ჩათვლით. გაუშვით აღნიშნული სერვერული სისტემები Azure-ში, ლოკალურად ან თქვენს ჰიბრიდულ გარემოში.
აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად „სოფთლაინ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს ორ ვარიანტს:
Windows Server და SQL Server 2017-ის ახალ ვერსიამდე განახლება
სცენარის უპირატესობები
- იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს შეზღუდვა საჯარო Cloud-ის გამოყენებაზე.
- Server 2008 და SQL Server 2008-თან სრული თავსებადობა, განახლების დამუშავებული პროცედურები.
- მუშაობის პროცესში არსებული აპლიკაციების პროდუქტიულობის გაზრდა 10-15%-ით.
- მობილური ბიზნეს ანალიტიკისა და Machine Learning-ის ინსტრუმენტების გამოყენება.
- ახალი SQL Server-ის ხელმისაწვდომობა Linux-ზე და Docker კონტეინერებზე.
მიგრაცია Azure-ში
სცენარის უპირატესობები
- მხოლოდ Microsoft Azure-ში, თქვენ მიიღებთ აღნიშნული ვერსიის მხარდაჭერის 3-წლიან განახლებას და შეძლებთ ახალ ვერსიაზე გადასვლას, თქვენთვის საჭირო სიჩქარით.
- ეკონომია აპარატულ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებაზე და სხვ.
- არსებული ლიცენზიების გამოყენების შესაძლებლობა და 55%-მდე ეკონომია Azure Hybrid Usage Benefits-ის პროგრამის საშუალებით («Azure-ის ჰიბრიდული გამოყენების უპირატესობა»).
უსაფრთხოების სისტემის განახლება ცვლილებების ეპოქაში |
Azure-ის პლატფორმაში ინტეგრირებული უსაფრთხოების გაფართოებული ფუნქციები და SQL Server და Windows Server უახლესი ვერსიები, ზრდის თქვენი პლატფორმის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სერვერული და Cloud პროდუქტების კომპლექსურ დაცვას.
|
ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის ხელმისაწვდომები არიან.
თქვენ შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ მოთხოვნა უფასო კონსულტაციასთან დაკავშირებით შემდეგ ელ.ფოსტაზე: eosgeo@softline.com
ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 (32) 255-99-28/27