კომპანია SolarWinds-ში საინტერესო ცვლილებებია. კომპანია თავის გადაწყვეტილებებს, Self-Hosted და SaaS პლატფორმებზე ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აერთიანებს ერთიანი სახელწოდების - SolarWinds® Observability ქოლგის ქვეშ და აცხადებს ახალი გაუმჯობესებების შესახებ, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები ჰიბრიდული ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ჰიბრიდული IT-ის ნიუანსები
მიუხედავად ქლაუდის უპირატესობებისა, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია მთლიანად ამბობს უარს ლოკალურ არქიტექტურაზე და გადადის სრულად ქლაუდზე. გამჭვირვალობა, რეგულაციებთან შესაბამისობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოითხოვს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას on-premise ინფრასტრუქტურაში, ორგანიზაციებს ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის მოწყობისკენ უბიძგებს.
მოძველებულ სისტემებში ხშირად ინახება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელთა რეპლიკაციის უზრუნველყოფა რთულია ან არ არის თავსებადი ღრუბლოვან გარემოსთან. ფინანსური გათვლები, ნორმატიულ რეგულაციებთან შესაბამისობა და უსაფრთხოება ასევე დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაში. შესაბამისად კომპანიების უმრავლესობა იძულებულია, გამოიყენოს ჰიბრიდული მიდგომა.
IT მართვის 25 წლიანი გამოცდილება
კომპანია SolarWinds უკვე 25 წელია, რაც მოღვაწეობს მონიტორინგის სფეროში და აცნობიერებს, რომ ჰიბრიდული IT გარემოს სრული გამჭვირვალობისათვის ყველაზე ეფექტური გზა არის უნიფიცირებული გადაწყვეტილება, ერთი მომწოდებლისგან, რომელსაც შეუძლია ეფექტურად აკონტროლოს როგორც ღრუბლოვანი, ისე ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა Self-Hosted ხილვადობის შესაძლებლობები ღრუბლოვანი გარემოს მონიტორინგისთვის. ამავდროულად, SolarWinds-მა საგრძნობლად გაუმჯობესა ადგილობრივი ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესაძლებლობები SaaS-ის ფარგლებში და გადაწყვეტილებებში დაამატა მეტი ინტელექტი, AIOps და მანქანური სწავლების მეთოდები.
ხილვადობა ყველგან, სიზუსტე ყველაფერში
დღეს კომპანია SolarWinds აცხადებს, რომ ქსელისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესაძლებლობები სრულად ინტეგრირდა SaaS Observability-ში. ქსელის წარმადობის მონიტორინგი, ტრაფიკის ნაკადის და მარშრუტის ანალიზი, აგრეთვე ფიზიკური და ვირტუალური სერვერების ინფრასტუქტურის მონიტორინგი დღეს უკვე SaaS Obervability-ის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ SolarWinds Observability SaaS-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი ქმედებები:
- მოწყობილობების და აპლიკაციების სკანირება, აღმოჩენა და დოკუმენტირება, რაც საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა მაჩვენებლებით, ქსელის მდგომარეობის და წარმადობის გასაუმჯობესებლად.
- სრული ხილვადობის უზრუნველყოფა მოწყობილობების მუშაობის, ტრაფიკისა და კონფიგურაციის შესახებ.
- პრობლემების პრევენცია, რაც დაკავშირებულია აპლიკაციების წარმადობის პოტენციურ შემცირებასთან, ქსელის გადატვირთვასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, ტრაფიკის ნაკადის შესახებ დეტალური ანალიზის საშუალებით.
SolarWinds-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესაძლებლობები Self-Hosted და SaaS პლატოფირმებით. მოიცვა უფრო მეტი AWS და Azure ღრუბლოვანი სერვისები, შექმნა უფრო მეტი ღრუბლოვანი პანელი კონტეინერებისა და ღრუბლოვან მონაცემთა ბაზებისთვის. SolarWinds-მა ასევე საგრძნობლად გააფართოვა SD-WAN დაფარვა, რომელშიც შედის Meraki, Viptela, VeloCloud, Prisma, Aruba Silver Peak, უსადენო წვდომის წერტილები,ასევე მოწყობილობები.
და ბოლოს, SolarWinds-მა ასევე დანერგა მთელი რიგი ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტსა და AIOps-ზე. კომპანიამ მოახდინა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თავის პროდუქტში ტექნიკური მხარდაჭერის გუნდისათვის, ინციდენტების გადაჭრის, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირებისა და ანგარიშგების პროცესების გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, მათ გააუმჯობესეს AI-ზე დაფუძნებული ანომალიების შესახებ შეტყობინების სისტემა, პრობლემის გადაჭრის დროის შემცირებისათვის. დამატებულია ML-ზე დაფუძნებული ჟურნალების შაბლონების ანალიზი, რათა მომხმარებელმა უფრო აქტიურად ამოიცნოს და გადაჭრას პოტენციური ხარვეზები მუშაობისას. ამ ინოვაციების წყალობით, SolarWinds აერთიანებს Self-hosted და SaaS Observability გადაწყვეტილებებს ერთიანი სახელის - SolarWinds Obervability-ის ქოლგის ქვეშ. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ და განათავსონ SolarWinds Obervability, როგორც ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ღრუბლოვანი გადაწყვეტილების სახით.
მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას
SolarWinds-ის გუნდი ამაყობს ამ განახლებებით. განლაგების მოქნილობაა ის, რაც განასხვავებს SolarWinds სხვების ფონზე. კომპანიაში ესმით, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაცია ვერ იქნება ციფრული ტრანსფორმაციისკენ მიმავალ გზაზე ერთსა და იმავე ეტაპზე.
ფინანსური სერვისების კომპანიას შეუძლია განათავსოს აპლიკაციები მომხმარებლებისათვის ღრუბელში, თუმცა ხშირად საჭიროა რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლა და ფინანსური სისტემების ლოკალურად განთავსება. ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ღრუბლოვანი სერვისები პაციენტებისათვის განკუთვნილი პორტალებისთვის, ხოლო სამედიცინო ჩანაწერების შესანახად კი - ლოკალური რესურსი. მწარმოებლები ხშირად იყენებენ ღრუბლოვან გადაწყვეტილებებს მიწოდების ჯაჭვის მართვისათვის, ხოლო წარმოების მართვის სისტემებს ინახავენ ლოკალურად.
კომპანია SolarWinds თვლის, რომ ხილვადობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ტექნოლოგიურ გარემოს და არა პირიქით. როგორ განალაგებთ და მართავთ ხილვადობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას, ეს პროცესი არ უნდა იყოს ნაკარნახევი მწარმოებლის მიერ.
წყარო: Elevating SolarWinds Observability for Hybrid IT Environments