Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
აღნიშნული გარიგება აძლიერებს Softline-ის პოზიციებს რეგიონში, რაც თანხვედრაშია ევროპაში კომპანიის ბიზნესის განვითარების და გლობალური ზრდის გეგმასთან. Squalio-ს გენერალური დირექტორი სანდის კოლომენსკისი, Softline-ის მხარდაჭერით გააგრძელებს სალიცენზიო ბიზნესის მართვას. Squalio-ს ბიზნესის სხვა მიმართულებები დარჩება უცვლელი.
“შერჩეული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ითავსებს M&A და ორგანულ ზრდას, Softline-მა შეიძინა Squalio, რაც გვაძლევს გაფართოვების საშუალებას აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირეთში. დიდი გამოცდილების და საკვანძო პარტნიორების - Adobe, Google, IBM, Microsoft, Oracle და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების და უსაფრთხოების პროდუქტების სხვა მომწოდებლებისგან სერთიფიცირების შედეგად, კომპანიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს“ - განაცხადა „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ.
“Squalio-ს მისიას ვხედავთ იმ კომპანიებთან და მომხმარებლებთან თანამშრომლობაში, რომლებსაც ვეხმარებით მდგრადი ციფრული გარემოს შექმნაში. მოხარული ვართ გავაერთიანოთ ძალისხმევა Softline-თან - სწრაფად განვითარებად, ტექნოლოგიურ კომპანიასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილებათა პორტფოლიოს ზრდა, მომხმარებლების, ბაზრის და საინვესტიციო საშუალებების გაფართოვება ხელს შეუწყობს დასმული ამოცანების გადაწყვეტას და შედეგის მიღწევას“ - აცხადებს სანდის კოლომენსკისი, Squalio-ს გენერალური დირექტორი.
ორგანული ზრდის, შერწყმის და შეძენის შედეგად, 2020 წლის განმავლობაში Softline-მა გაზარდა კომპანიის საერთაშორისო ბიზნესის წილი 45%-თ. გასული წლის სექტემბერში კომპანიათა ჯგუფმა გახსნა შტაბ-ბინა ქ. ლონდონში, რის შემდეგ შეიძინა Aplana Group-ის აუთსორსინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ბიზნესი, აგრეთვე გერმანული კომპანია Softline AG და ინდური IT კომპანია Embee-ის აქციების საკონტროლო პაკეტები. აღნიშნული კომპანიების სპეციალიზაციას წარმოადგენს ღრუბლოვანი სერვისი, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, საინფორმაციო უსაფრთხოება და სისტემური ინტეგრაცია.