Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
SoftClub სპეციალიზირებულია სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში და გახლავთ ბანკების, ელექტრონული კომერციის და საფონდო ბირჟისათვის განკუთვნილი ინტეგრირებული გადაწყვეტილებების უმსხვილესი დეველოპერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
კომპანიას, რომელიც დარგის ექსპერტების აზრით, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიმართულებით შედის მსოფლიოს ტოპ 100 კომპანიათა სიაში, აღმოსავლეთ ევროპაში ჰყავს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ერთ-ერთი პროფესიონალი, 20 წელზე მეტი გამოცდილების და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნის მქონე გუნდი, რომელიც ითვლის 950-ზე მეტ თანამშრომელს და მენეჯმენტის გამოცდილ გუნდს.
თანამედროვე ბანკებში SoftClub პროდუქცია ფარავს აპლიკაციების ლანდშაფტის 85% და შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე ინოვაციური საბანკო ოპერაცია. ძირითადი საბანკო სისტემებისათვის კომპანიამ შეიმუშავა 50-ზე მეტი საკუთარი პროგრამა და 15-ზე მეტი პროდუქტი - 62 მილიონი ანგარიში მუშავდება SoftClub პროდუქტების საშუალებით. 21 ქვეყანაში არსებული ბანკების 50 000-ზე მეტი თანამშრომელი იყენებს SoftClub-ს პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი, SoftClub Retail, იყო შეყვანილი Gartner Peer Insights რეიტინგში.
ამასთანავე, SoftClub-ს გააჩნია Creatio-თან მუშაობის სოლიდური გამოცდილება. აღნიშნული გადაწყვეტილება არის low-code პლატფორმა პროცესების და CRM-ის მართვისათვის, რაც უზრუნველყოფილია დაახლოებით 190 ინჟინრის მიერ. Gartner-ის მიხედვით Creatio არის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი გაყიდვების ავტომატიზაციის ბაზარზე.
10%-ანი წლიური ზრდის შემთხვევაში 2023 წელს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის ბრუნვა მიაღწევს თითქმის 200 მილიარდ აშშ დოლარს. ამაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ბევრი ფინანსური ინსტიტუტი ჯერ კიდევ აწყდება სისტემების კონფიგურაციის აუცილებლობას. ამრიგად, უახლოეს წლებში ფინანსური სექტორი დარჩება ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი. აღნიშნული სექტორის დინამიური ზრდის პოტენციალი გახდა კომპანია Softline-ის მიერ SoftClub-ში ინვესტიციების ჩადების საკვანძო მიზეზი.
Softline-ის პორტფელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში აკმაყოფილებს თანამედროვე ორგანიზაციების ყველა მოთხოვნას, ახლა მზად არის დამატებითი სარგებელი მოუტანოს ფინანსურ სექტორში არსებულ მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SoftClub-ის 950-ზე მეტი თანამშრომელი, ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და CRM-ში გახდება კომპეტენციის ძირითადი ცენტრი და იმუშავებს კომპლექსურ, ფართომაშტაბიან პროექტებზე საბანკო სექტორში უახლესი IT გადაწყვეტილებების გამოყენებით.
ავტორიტეტული დარგობრივი ჟურნალის «Software Magazine»-ის მონაცემებით, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მხრივ SoftClub ამჟამად არის მსოფლიოში 100 საუკეთესო კომპანიათა შორის.