Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
კომპანია Seven Seas Technology, რომელიც დაარსდა 1983 წელს, არის წამყვანი სისტემური ინტეგრატორი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გადაწყვეტილებების მიმწოდებელი UAE რეგიონში. მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობით, როგორიცაა Microsoft, კომპანია Seven Seas Technology სთავაზობს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს გადაწყვეტილებებს გუნდური მუშაობის ღრუბლოვან გადაწყვეტილებებს. SST ფლობს Gold დონის 15 კომპეტენციას კომპანია Microsoft-გან, აგრეთვე რამდენიმე მოწინავე სტატუსს: Platinum Cloud Solutions Provider კომპანია HPE-გან, Cisco Gold Integrator და სხვა. საპარტნიორო ექსპერტიზის ასეთი კომბინაცია სერვისების ფართო პორტფელთან ერთად, განასხვავებს კომპანია Seven Seas Technology რეგიონალურ ბაზარზე. კომპანიის 300-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთაც გაიარეს ICT სწავლება და სერტიფიკაცია, ემსახურებიან მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის სამოქალაქო ავიაცია, სახელმწიფო მართვა, ნავთობისა და გაზის სფერო, საბანკო და ფინანსური სექტორი, სასტუმრო ბიზნესი, ჯანდაცვა, განათლება და საცალო ვაჭრობა.
აღნიშნული გარიგების წყალობით, ორგანიზაციებს ექნებათ წვდომა კომპანია Softline-ის გადაწყვეტილებების და სერვისების გაფართოვებულ პორტფელზე, აგრეთვე მისი გლობალური გუნდის ექსპერტიზაზე. ეს მოიცავს გლობალურ საპარტნიორო ურთიერთობებს, რომელიც გააჩნია Softline-ს ღრუბლოვანი სერვისების რამდენიმე პროვაიდერთან, მათ შორის Microsoft. რეგიონის მომხმარებლებს ახლა უკვე შეეძლებათ ისარგებლონ Softline-ის მართვადი სერვისების პორტფელით, რომელსაც მხარს უჭერს Global Delivery Center Microsoft-გან და AWS-გან დადასტურებული MSP სტატუსები, გაფართოვებული კომპეტენციები და ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში, აგრეთვე შეუძლიათ მიიღონ წვდომა კომპანიის ექსპერტიზაზე და გადაწყვეტილებებზე პროგრამული უზრუნველყოფის, მოდერნიზაციისა და აპლიკაციების ინტეგრაციის მიმართულებით.
Roy Harding, კომპანია Softline Group-ის გლობალური დირექტორი: “აღნიშნული გარიგება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სამგანზომილებიანი სტრატეგიის რეალიზაციაში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ IPO პროცესის დროს. ჩვენ ვაფართოვებთ გეოგრაფიულ არეალს და ვპოზიციონირებთ, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების სფეროში, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის მნიშვნელოვან რეგიონში. 2021 ფინანსური წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვასრულებთ აქციონერებთან ჩვენს დაპირებებს. Seven Seas Technology კომპანიის შეძენა - კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები შევასრულოთ ჩვენზე აღებული ვალდებულებები“.
Herve Tessler, კომპანია Softline International-ის გენერალური დირექტორი: „კომპანია Seven Seas Technology-მა მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ინოვაციური გადაწყვეტილებების და მართვადი სერვისების სფეროში სხვადასხვა ინდუსტრიაში, ყველა დონეზე, კერძოდ კი ჩვენი საერთო სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორის - Microsoft-ის გადაწყვეტილებების გამოყენებით. ამ სფეროებში გუნდის გამოცდილება სრულად შეესაბამება ჩვენს მიზნებს, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებების გლობალური მომწოდებლის. რეგიონში SST-ის რესურსების გაერთიანებით გლობალურ მოთამაშესთან, როგორიც არის Softline, რა თქმა უნდა მოიგებენ მომხმარებლები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები”.
Nayagam Pillai, კომპანია Seven Seas Technology-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენ დავიწყეთ მოღვაწეობა თითქმის 40 წლის წინ და მოვიპოვეთ რეპუტაცია შიდა ბაზარზე, როგორც კომპანიამ, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ინოვაციური პროექტები და გაზარდოს საერთო ეფექტურობა. კომპანია Softline-თან გაერთიანება მისცემს ჩვენს გუნდს შესანიშნავ შესაძლებლობას გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო პროექტებში როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.