კომპანია მოღვაწეობს 60-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 3900 თანამშრომელი. 2021 ფინანსურ წელს კომპანიის ბრუნვამ შეადგინა 1,1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც გულისხმობს 51% ზრდას.
ახალი ბრენდის ქვეშ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ციფრული ეკონომიკის პირობებში დავეხმარებით ორგანიზაციებს ტრანსფორმაციის განხორციელებაში, შევქმნით ეფექტურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
NOVENTIQ პორტფოლიო მოიცავს მულტი-ქლაუდ სერვისების, მომავალ, თანამედროვე ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის სამუშაო ადგილების გადაწყვეტილებებს, პროგრამული უზრუნველყოფას და კონსალტინგს, პროგრამებისა და აპლიკაციების შექმნა-შემუშავებას. NOVENTIQ გააგრძელებს მუშაობას, როგორც Microsoft-ის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი განვითარებად ბაზრებზე. კომპანია ასევე გააგრძელებს ინვესტირებას წამყვან ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან საპარტნიორო ურთიერთობების გაძლიერებაში, რათა უზრუნველყოს ექსკლუზიური ღირებულება თავისი 75 000 მომხმარებლებისათვის.
Sergey Chernovalenko, გენერალური დირექტორი, NOVENTIQ:
„მე მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ბრენდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გავაგრძელებთ დიდი სარგებლის მოტანას ჩვენი მომხმარებლებისათვის, თანამშრომლებისა და აქციონერებისათვის. ჩვენ ვიწყებთ NOVENTIQ ბრენდის სახელით მოღვაწეობას და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბიზნესის ზრდას და გაფართოვებას. როგორც გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანი მომწოდებელი ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ პოზიციების გამყარებას განვითარებად ბაზრებზე და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მომხმარებლებთან. NOVENTIQ გააგრძელებს Softline-ის ღირებულებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და აქციონერების მიერ და რომელთა საშუალებითაც ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ციფრულ სამყაროში, ხალხი ყოველთვის იყო იმის ცენტრში, რამაც შექმნა ჩვენი ბიზნესი ასეთი წარმატებული. ჩვენმა ხალხმა და წამყვან ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ჩვენმა ურთიერთობებმა მოგვცა საშუალება მიგვეღწია შესანიშნავ შედეგებს ჩვენი მომხმარებლებისათვის. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება გუნდების გაფართოვება ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი გზა NOVENTIQ ბრენდის სახელით უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ყველა დაინტერესებული მხარისათვის და ეს პარტნიორული ურთიერთობები მიგვიყვანს ჩვენ კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე და კეთილდღეობამდე“.
Jacques Guers, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, NOVENTIQ:
შესანიშნავია იმის ყურება, თუ როგორ შედის ჩვენი ბიზნესი ახალ ეპოქაში NOVENTIQ ბრენდის სახელით. ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი მოგვცემს საშუალებას დადებითი გავლენა მოვახდინოთ ორგანიზაციებზე მსოფლიოს მასშტაბით. გავლენა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ჩვენს დნმ-შია. და იმის მიუხედავად, რომ რებრენდინგი წარმოადგენს რთულ პროცესს ჩვენი კომპანიისათვის, ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ღირს ამად. ჩვენ მოხარული ვართ, ვიაროთ ამ გრძელვადიან გზაზე, როგორც NOVENTIQ”.
NOVENTIQ — ეს არის გლობალური ბრენდი Softline Holding plc, რომელიც მოიცავს ჩვენს მთავარ ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის, ინფორმაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების და სერვისების სფეროში. ეს ბრენდი ასახავს ტექნოლიგიურ ინდუსტრიაში ცვლილებებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სჭირდებათ მიზანმიმართული და ინტელექტუალური სიახლეები, მათი ბიზნესის შედეგების გამოუჯობესებისათვის. ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა პროგრამული უზრუნველყოფის და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების სერიოზული ზრდა, ასევე გაიზარდა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის მუშაობის სფეროში.
NOVENTIQ. გლობალური ექსპერტიზა, ლოკალური შედეგი
ახალი სახელწოდება NOVENTIQ წარმოადგენს რამდენიმე ძირითადი იდეის ერთობლიობას:
- NOV წარმოქმნილია ლათინური სიტყვისგან novus, რაც ნიშნავს «ახალი». ინოვაციები აუცილებელია NOVENTIQ-ის მომხმარებლებისათვის, მომწოდებლებისა და თანამშრომლებისათვის.
- EN წარმოქმნილია ინგლისური სიტყვისგან entrepreneurial, რაც ნიშნავს "ანტრეპრენერული". ეს აის ანტრეპრენერული სული, რომელსაც ყველა ამჩნევს ჩვენს კომპანიაში. ეკონომიკური სარგებლის შეუჩერებელი ძიება და მოქმედებისათვის მზადყოფნა — ეს არის ის, რაც გამოარჩევს NOVENTIQ ინდუსტრიის სხვა კომპანიებისგან. ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებელთა მომსახურებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. EN — ეს ის ენერგიაა, რომელიც შემოგვაქვს ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ.
- T ეხება ტექნოლოგიას, კომპანიის გამოცდილებას, ენთუზიაზმს და პროდუქტს. T тაგრეთვე ნიშნავს ტრანფორმაციას, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ნებისმერი ანტრეპრენერისათვის, რომელიც ცდილობს წარმატებული მომავლის უზრუნველყოფას.
- IQ ნიშნავს ინტელექს და ხარისხის — წარმატებული მომწოდებლის ორი ძირითადი მახასიათებელი, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის ძალიან რთული პრობლემების მოგვარება უმაღლესი ხარისხის ინტელექტუალური ინფორმაციული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა.
NOVENTIQ-ს აქვს აგრეთვე ახალი დევიზი: გლობალური ექსპერტიზა, ლოკალური შედეგი. ის ხაზს უსვამს ორგანიზაციის წარმატებას, ექსპერტიზის მუდმივ განვითარებას და ჩვენს, როგორც გლობალური მოთამაშის მოღვაწეობას; კონკურენტული უპირატესობის შექმნა ჩვენი ბიზნესის გლობალური ბუნების გამო. სლოგანი აგრეთვე ასახავს კომპანიის მიზანს, მოვემსახუროთ მომხმარებლებს მათი ლოკაციის მიუხედავად.
კომენტარები რედაქტორებისათვის
ახალი ბრენდის NOVENTIQ შექმნა არ გულისხმობს Softline Holding plc იურიდიული პირების დასახელების შეცვლას. NOVENTIQ-ის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში. კომპანიას ხელმძღვანელობს ტოპ-მენეჯმენტის გამოცდილი გუნდი, რომელშიც შედის გენერალური დირექტორი სერგეი ჩერნოვალენკო, პრეზიდენტი და მთავარი ოპერაციული დირექტორი ერვე ტესლერი, ფინანსური დირექტორი ბურაკ ოზერი (გაიგეთ მეტი). კომპანია კვლავ იქნება წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2021 წლის ოქტომბერში Softline Holding plc-ს წარმატებული IPO-ს შემდეგ, კომპანიათა ჯგუფის 1,5 მილიარდი აშშ ამერიკული დოლარის ტავდაპირველი შეფასებით. დღეს კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3900 თანამშრომელი, მათ შორის დაახლოებით 2500 ინჟინერი და ტექნიკური სპეციალისტი.
PR Agency Contact
Eve Frayling
eve.frayling@pagefield.co.uk
+44 (0)7896 540438
NOVENTIQ Communications Contact
Rocio Herraiz
Global Head of Communications
Rocio.herraiz@noventiq.com
Rocio.herraiz@softline.com