საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართული ბაზრის ერთერთმა ლიდერმა „სოფთლაინ საქართველო“-მ და მარკეტინგის და ანალიტიკის ავტომატიზაციის და მომხმარებელთან ურთიერთკავშირის მრავალარხიანი პლატფორმის მწარმოებელმა, კომპანია Xtremepush-მა გააფორმეს საპარტნიორო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე „სოფთლაინ საქართველო“ გახდა Xtremepush ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე.
ხელშეკრულება აძლევს „სოფთლაინ საქართველო“-ს შესაძლებლობას გააფართოვოს თავისი პორტფოლიო მარკეტინგის ავტომატიზაციის და მომხმარებელთა ანალიტიკის სეგმენტში Xtremepush გადაწყვეტილებების გამოყენებით.
“Xtremepush-თან თანამშრომლობა არის „სოფთლაინ საქართველო“-ს მორიგი ნაბიჯი ბიზნეს განვითარების პროცესში, მითუმეტეს რომ ჩვენ გავხდით ერთადერთი პარტნიორები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვაფასებთ ვენდორის ნდობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ“ - აღნიშნა „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ.
კომპანია Xtremepush დაარსდა 2014 წელს ირლანდიაში. დღეის მდგომარეობით არის წამყვანი მოთამაშე მარკეტინგის ავტომატიზაციის და მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკის B2C გადაწყვეტილებების ბაზარზე.
Xtremepush პლატფორმა არის ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას უკეთ შეიცნონ თავიანთი მობილური აპლიკაციები და ვებ-მომხმარებლები. ღრმა ანალიტიკის და სეგმენტაციის ინსტრუმენტების გამოყენებით, პლატფორმა უზრუნველყოფს მობილური აპლიკაციების ან ვებ-გვერდების მომხმარებლებთან ინტელექტუალური ურთიერთქმედების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების ძირითადი ფუნქციები მოიცავს მომხმარებლის ქცევის ანალიზს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში, ინტელექტუალურ ტარგეტირებას და სეგმენტაციას, ჭკვიან ინტერაქტიულ შეტყობინებებს, გეოლოკაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებას, პროგრამებთან, ვებ-გვერდებთან და სოციალურ ქსელებთან ურთიერთქმედებას, რეალურ დროში შეტყობინებების და კამპანიების ზუსტ შეფასებას.
“მოხარულები ვართ „სოფთლაინ საქართველო“-თან თანამშრომლობით. იმის ფონზე, რომ В2С სეგმენტში მომუშავე კომპანიები გადადიან ონლაინ რეჟიმზე და ნერგავენ მობილურ აპლიკაციებს, მარკეტინგული კომპანიების ავტომატიზაცია და მომხმარებლებთან გამართული ურთიერთობა ხდება აქტუალური. ვიმედოვნებთ, რომ „სოფთლაინ საქართველო“-თან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ მივაწოდოთ ქართულ მომხმარებელს კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები“ - აღნიშნავს Xtremepush-ის რეგიონალური დირექტორი, ტატიანა კოზირევა.