26-28 ივლისს Checkpoint-მა , უკრაინაში ,ქ.ოდესაში პარტნიორებისთვის მეორე რეგიონული შეხვედრა გამართა. შეხვედრას პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ უკრაინიდან, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან. II Partners Summit-ზე დაჯილდოვება გაიმართა, სადაც წარმატებული პარტნიორებს მათი დამსახურების მიხედვით სხვადახვა ნომინაციებში დააჯილდოვეს. “Softline Georgia” -ს კი წილად ხვდა ჯილდო- „For new generation in Small and Medium segments(Caucasus).
"კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და დამსახურებული ჯილდო . ვულოცავ და მადლობას ვუხდი "Softline Georgia"-ს ყველა თანამშრომელს ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში , ასევე დიდი მადლობა კომპანია "Checkpoint"-ს გამოცხადებული ნდობისათვის " - განაცხადა "Softline Georgia"-ს დირექტორმა- რევაზ ურუშაძემ