Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
MISA-ში გაწევრიანება მისცემს Softline-ს საშუალებას განავითაროს კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი შექმნილს Security Operation Center (SOC) ბაზაზე. კომპანიის ინჟინრები კომპეტენტურები არიან მომხმარებლის IT ლანდშაფტის ბაზაზე კიბერუსაფრთხოების ცენტრის მოწყობის და SOC-ის, როგორც საბოლოო პროდუქტის მიწოდების საკითხებში. MISA-ში გაწევრიანების შედეგად კომპანიის სპეციალისტები შეძლებენ მჭიდროდ და ნაყოფიერად ითანამშრომლონ Microsoft-ის ექსპერტებთან, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების და მართვადი სერვისების უსაფრთხო და თავსებად ინტეგრაციას.
კიბერუსაფრთხოების დარგში Softline-ს აქვს კომპლექსური პროექტების რეალიზაციის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის Microsoft-თან ერთად. გასულ წელს მსოფლიოს ბაზარზე გამოტანილ იქნა Azure Sentinel ბაზაზე შექმნილი, Softline-ს ახალი სერვისი - საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების და მონიტორინგის ცენტრი. Microsoft-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად SOC-as-a-Service გახდა ხელმისაწვდომი Softline-ის მომხმარებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რის შედეგად მინიუმამდე იქნა დაყვანილი მოწყვლადობა და ინფორმაციის გაჟონვის ალბათობა. Softline-ის გუნდი აქტიურად ნერგავს მომხმარებლებთან Azure Sentinel პლატფორმის ბაზაზე კიბერუსაფრთხოების საკუთარი ცენტრის შექმნის პრაქტიკას, რომელსაც მომავალში კომპანიები მართავენ და ავითარებენ საკუთარი ძალებით.
«Microsoft ელვისებურად აძლიერებს პოზიციებს საინფორმაციო უსაფრთხოების გადაწყვეტილებების ბაზარზე. გასულ წელს Microsoft Security პროდუქციამ დაიკავა წამყვანი პოზიცია Gartner-ის ხუთ მაგიურ კვადრანტში, და ეს მხოლოდ დასაწყისია. Microsoft Intelligent Security Association-ში გაწევრიანება არის დიდი პატივი Softline-სთვის. ამავდროულად ეს მოვლენა არის კანონზომიერი კომპანიისათვის, რადგან კიბერუსაფრთხოება დიდი ხნის წინ გახდა ჩვენი საკვანძო მიმართულება. მსოფლიო მასშტაბის წამყვან ტექნოლოგიურ ლიდერთან Softline-ს აკავშირებს მრავალწლიანი პარტნიორობა - პროვაიდერი ფლობს Microsoft Azure Expert MSP გლობალურ სტატუსს, ხოლო Microsoft-ის შესაძლო 20 კომპეტენციიდან ფლობს 18 უმაღლეს, საპარტნიორო სტატუსს. ამიტომაც MISA-ში გაწევრიანება ნიშნავს ჩვენი ბიზნესის ორ ძირითად სფეროში პროფესიონალიზმის კიდევ ერთხელ დადასტურებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასოციაციის წევრობა Softline-ს თავისი გამოცდილების და საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში Microsoft-ის ექსპერტიზის და ტექნოლოგიების ეფექტური შეთავსების საშუალებას მისცემს. ახალი საფრთხეების გაჩენის და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის ფონზე ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების დაცვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით», – განაცხადა „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ და ხაზგასმით აღნიშნა MISA-ში გაწევრიანების მნიშვნელობა.