მოხარულნი ვართ, გაგიზიაროთ ინფორმაცია 17 აპრილს, Noventiq Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - "Microsoft 365 Copilot - Your Work AI Assistant".
აღნიშნული ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს Microsoft 365 Copilot პროგრამის წარდგენის დებიუტად საქართველოში!
ჩვენ გვქონდა საშუალება გვემასპინძლა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც გამოხატეს სურვილი გაეგოთ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მოახდინოს რევოლუცია მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
ღონისძიებაზე თემა „Your Work AI Assistant“ იყო ძირითადი პლატფორმა დამსწრეებისთვის.
Noventiq Georgia-მ მოამზადა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, როგორ შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ამოცანებში, გაამარტივოს ოპერაციები და გააძლიეროს პროდუქტიულობა ორგანიზაციაში.
ღონისძიება დაიწყო Noventiq Georgia-ს დირექტორის, რევაზ ურუშაძის მისალმებით, და მოწვეული სპიკერების წარდგენით. მას მოჰყვა სესია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასია დალაქიანი, Noventiq-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის CSP პროგრამის ხელმძღვანელი, რომელმაც ნათელი მოჰფინა Microsoft 365-სა და Copilot-ს შორის არსებულ სინერგიებს.
ღონისძიების მთავარი ნაწილი იყო Noventiq-ის Pre-Sales არქიტექტორის, სერგეი ჟუიკოვის პრეზენტაცია, რომელმაც დეტალური აღწერითა და პრაქტიკული დემონსტრაციების საშუალებით აჩვენა Microsoft 365 Copilot-ს შესაძლებლობა, გაამარტივოს ამოცანები, გაზარდოს ეფექტურობა და აამაღლოს პროდუქტიულობა სამუშაო ადგილზე.
"Microsoft 365 Copilot - Your Work AI Assistant" ღონისძიება ადასტურებს Noventiq Georgia-ს ურყევ ერთგულებას ინოვაციების წარმართვისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობაზე.
Noventiq Georgia მადლობას უხდის ყველას, ვინც დაინტერესდა და მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაზე!