მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2025 წლის 23 აპრილიდან Noventiq Georgia ოფიციალურად კვლავ მოხვდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაში.
„თეთრი სია“ სააგენტოს ოფიციალური, ელექტრონულად წარმოებული რეესტრია, რომელიც მასში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს რეგისტრაციიდან ერთი წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას კანონმდებლობით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს. სააგენტო სანდო მიმწოდებლების სიას 2012 წლიდან აწარმოებს.
ჩვენი კომპანია, პირველად, თეთრ სიაში 2018 წელს მოხვდა. მას შემდეგ, ის ყოველწლიურად, ღირსეულად იკავებს ადგილს აღნიშნულ რეესტრში.
თეთრ სიაში კომპანია მხოლოდ მკაცრი შეფასებისა და მოთხოვნათა ვრცელი ნუსხის დაკმაყოფილებით ხვდება.
,,ის ფაქტი, რომ Noventiq Georgia 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ინარჩუნებს ადგილს თეთრ სიაში, ნათლად მეტყველებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე, სანდოობასა და მაღალ სტანდარტებზე. ეს აღიარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის.
მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, ასევე ჩვენს პარტნიორებს - ნდობისა და მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის”, განაცხადა რევაზ ურუშაძემ, Noventiq Georgia-ს დირექტორმა.