კომპანია Noventiq Georgia მოხარულია გაცნობოთ Dell Technologies-ს Titanium საპარტნიორო სტატუსის განახლების შესახებ.
Titanium Partner სტატუსი მეტყველებს Noventiq Georgia-ს ღრმა ტექნიკურ ექსპერტიზაზე და სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციაზე, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას მიაწოდოს თავის მომხმარებლებს ყველაზე მოწინავე გადაწყვეტილებები და დაეხმაროს მოქნილი და მასშტაბირებადი IT ინფრასტრუქტურის შექმნაში.
Dell Technologies პროდუქტების და გადაწყვეტილებების სფეროში სერტიფიცირება ადასტურებს Noventiq Georgia-ს სპეციალისტების კომპეტენციებს, რაც წარმოადგენს სხვადასხვა მასშტაბის და სირთულის პროექტების რეალიზაციისათვის საჭირო გამოცდილების და უნარების ერთობლიობის გარანტს, ყველაზე ინოვაციური მიდგომების და ციფრული ტრანფორმაციის პარადიგმების გამოყენებით.
«კომპანია Noventiq Georgia უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებს პარტნიორის Titanium სტატუსს, რაც ჩვენი მომხმარებლებისათვის იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ Dell Technologies გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ეფექტურად იქნება დანერგილი მათ ბიზნესში ჩვენი სპეციალისტების საშუალებით. ჩვენი კომპანიის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა 2022 წელს საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე», - აცხადებს რევაზ ურუშაძე, კომპანია Noventiq Georgia-ს დირექტორი.
Dell Technologies გადაწყვეტილებების შესახებ კონსულტაციისათვის