კომპანია Noventiq-ის გუნდი, უსაზღვრო ენთუზიაზმისა და ერთგულებისათვის, მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს და პარტნიორს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებაში.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ა.წ. ოქტომბერში, Noventiq Holdings PLC-მა, ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციული უსაფრთხოების, IT გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანმა, გლობალურმა მომწოდებელმა, აღნიშნა მნიშვნელოვანი თარიღი - Noventiq ბრენდის ერთი წლის იუბილე.
365 დღის განმავლობაში ჩვენ
- ხელი მოვაწერეთ Corner Growth Acquisition Corp. ბიზნესთან კოლაბორაციის შესახებ შეთანხმებას, რაც დაკავშირებულია ნიუ იორკში, Nasdaq-ში დალისტვასთან.
- მოვიპოვეთ მრავალი ჯილდო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გავაფართოვეთ პარტნიორობა მსოფლიო ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიებთან.
- საგრძნობლად გავზარდეთ გეოგრაფიული არეალი: შევიძინეთ ოთხი კომპანია და გავხსენით ახალი ოფისები სტრატეგიულ ქვეყნებში, მათ შორის მექსიკაში, სინგაპურში, ინდონეზიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
Noventiq-ის ფინანსური მაჩვენებელიც მაღალი იყო ერთი წლის განმავლობაში. 12 თვის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია რეკორდულ, 1,6 მილიარდ აშშ დოლარი ბრუნვის მაჩვენებელს (ფინანსური წელი დამთავრდა 2023 წლის 31 მარტს) - ეს არის 52% ზრდა მყარ ვალუტაში, ხოლო ინდოეთი გახდა ჩვენი ბიზნესის ძირითადი ცენტრი 700 აშშ მილიონიანი ბრუნვით.
ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ მიღწევათა შორის, რაც განხორციელდა Noventiq ბრენდის შექმნიდან დღემდე. Noventiq-ის გუნდი მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს და პარტნიორს, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს კომპანიის წარმატებაში.
Herve Tessler, CEO of Noventiq:
„გასულ წელს, ჩვენ შევქმენით Noventiq, სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია სამი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ მემკვიდრეობაზე. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს 6400 პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს დაუღალავი შრომისა და ერთგულებისათვის! Noventiq-ში ჩვენი მისწრაფება ინოვაციებისაკენ უცვლელი რჩება და მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ერთობლივ ზრდასა და მიღწევებს“.
Noventiq-ის შესახებ:
Noventiq (Noventiq Holdings PLC) გახლავთ ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციული უსაფრთხოების, IT გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანი, გლობალური მომწოდებელი. სათაო ოფისი განლაგებულია ქ. ლონდონში (LSE: NVIQ). კომპანია უზრუნველყოფს, ამარტივებს და აჩქარებს თავისი მომხმარებლების ციფრულ ტრანსფორმაციას, აერთიანებს ყველა დარგის 80 000 მეტ ორგანიზაციას და საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროდუქტების და სერვისების მომწოდებელს. გარდა ამისა, სთავაზობს მომხმარებელს საკუთარ გადაწყვეტილებებს და სერვისებს.
დღევანდელ დღეს Noventiq არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში, 2023 ფინანსურ წელს ბრუნვამ მიაღწია 1,6 მილიარდ აშშ დოლარის მაჩვენებელს (12 თვე მთავრდება 2023 წლის 31 მარტს). კომპანიის ზრდა დაფუძნებულია სამგანზომილებიან სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს გეოგრაფიის, გადაწყვეტილებების პორტფელის და გაყიდვების არხების გაფართოვებას. ამ სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით Noventiq იძენს კომპანიებს და იყენებს დარგის მიმდინარე კონსოლიდაციის შესაძლებლობებს. Noventiq-ის 6 400 თანამშრომელი მოღვაწეობს აზიის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის და აფრიკის 60 ქვეყანაში, სადაც ფიქსირდება ბაზრის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი. 2023 წლის მაისში, Noventiq-მა დაანონსა თავისი გადაწყვეტილების, კერძოდ Nasdaq-ში დალისტვის თაობაზე, Corner Growth Acquisition Corp. ბიზნესთან კოლაბორაციით.