იცოდით, რომ ახალგაზრდა პროფესიონალები სულ უფრო და უფრო ეძებენ დამსაქმებლებს, რომლებიც მათ სთავაზობენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე წვდომას?
Noventiq Georgia-ს პარტნიორმა კომპანია Microsoft-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც 3 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ Microsoft Copilot-ის ახალგაზრდა მომხმარებლებს. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალები ეძებენ დამსაქმებლებს, რომლებიც მათ შესთავაზებენ AI–პროდუქტებს, რაც მათ წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.
ბიზნესისთვის ,,ახალგაზრდა ნიჭის’’ მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრირებას და მათზე ტრენინგების ჩატარებას.
Microsoft–ის კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე AI–ს არსებობა სულ უფრო მეტ გავლენას მოახდენს სამსახურის არჩევანზე, რადგან ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას და გაუმჯობესებას.
ხელოვნური ინტელექტისა და ისეთი ინსტრუმენტების გამოჩენა, როგორიცაა Microsoft Copilot, მნიშვნელოვნად მოქმედებს ახალგაზრდების კარიერულ ტრაექტორიაზე. პროდუქტიულობის გაზრდით, ინოვაციების ხელშეწყობით და უწყვეტი სწავლით, ეს ტექნოლოგიები არა მხოლოდ დამხმარე საშუალებები, არამედ აუცილებელი პარტნიორები ხდებიან მათ პროფესიულ მოგზაურობაში.
Microsoft Copilot for Microsoft 365 არის ინოვაციური AI-ით აღჭურვილი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია მომხმარებლის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. იგი აერთიანებს Large Language Models (LLMs), მონაცემებს Microsoft Graph-დან და Microsoft 365 აპლიკაციებიდან (როგორიცაა Word, Excel, PowerPoint, Outlook, Teams და სხვა). ეს ყოველივე ხელს უწყობს მომხმარებელთა შემოქმედებითი და პროფესიონალური უნარების გაუმჯობესებას.
ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ AI ინსტრუმენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი ეფექტურობა და პროდუქტიულობა. რუტინული ამოცანების ავტომატიზაციისა და ინტელექტუალური ინფორმაციის მიწოდებით, AI საშუალებას აძლევს მათ ფოკუსირება მოახდინონ თავიანთი სამუშაოს უფრო სტრატეგიულ და კრეატიულ ასპექტებზე.
როდესაც ახალგაზრდა პროფესიონალები აგრძელებენ მუდმივ განვითარებასა და სწავლას, მათი პროაქტიული ჩართულობა AI-სთან უდავოდ გაუხსნის გზას უფრო დინამიური, ეფექტური და კრეატიული სამუშაო ადგილებისკენ.
Microsoft Copilot-ით დაინტერესების შემთხვევაში