Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
საინვესტიციო კომპანიამ, Symphony Technology Group (STG)-მა შექმნა Trellix - ახალი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხეების მოწინავე გამოვლენას და მათზე რეაგირებას. კომპანია შეიქმნა McAfee Enterprise და FireEye შერწყმის შედეგად. «ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ Trellix ახლა STG პორტფოლიოშია - აცხადებს STG-ის მმართველი პარტნიორი William Chisholm. — მომხმარებლებს ელოდებათ უსაფრთხოების პლატფორმა Trellix, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მოწინავე ინოვაციებს HDR ბაზარზე».
«თანამედროვე ორგანიზაციები ისწრაფვიან ციფრული ტრანსფორმაციისაკენ. უწყვეტი ინოვაციების, ზრდისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი საფუძველი — განაცხადა ბრაიან პალმმა, Trellix-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა. Trellix პლატფორმა იცავს ჩვენს მომხმარებლებს, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას ავტომატიზაციის, Machine Learning, გაფართოებული არქიტექტურისა და საფრთხეთა ანალიზის საშუალებით».
ეკოსისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას
Trellix HDR ეკოსისტემა შექმნილია უსაფრთხოების ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ უსაფრთხოების საკუთარი და გარე, 600-ზე მეტი ტექნოლოგია. ანალიტიკოსებისათვის მეტი ხედვის, კონტროლის და საფრთხის შესახებ ყოვლისმომცველი კონტექსტის მინიჭებით, ისინი თავის მხრივ შეძლებენ დაზოგონ დრო და მიიღონ გადამწყვეტი ზომები საფრთხეების ასარიდებლად.
«HDR მკვეთრად გააუმჯობესებს უსაფრთხოების ეფექტურობას და მომწოდებლები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი ფუნქციონალის უზრუნველყოფა, აქტიურად არიან წარმოდგენილი ბაზარზე - აღნიშნა Cybersecurity Products პროგრამის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრენკ დიქსონმა. თუმცა, კონტექსტის ინტეგრირება და შედეგების მიღება მეტ რესურსს და დიდ შრომას მოითხოვს. პროდუქტების კომბინირებული პორტფოლიოს საშუალებით, რომელიც მოიცავს საბოლოო წერტილებს, ქსელს, შეტყობინებების გაცვლას, მონაცემთა დაცვას და ღრუბლოვან სერვისებს, Trellix სთავაზობს მომხმარებელს მრავალტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც აკმაყოფილებს HDR მოთხოვნებს».
მოსალოდნელია, რომ კომპანია STG, უახლოეს პერიოდში ჩაუშვებს McAfee Enterprise Secure Service Edge (SSE) პორტფელს.