1-4 აპრილს, ანტალიაში JetBrains-ის ყოველწლიური საპარტნიორო სამიტი გაიმართა. კომპანია Noventiq გახლავთ JetBrains-ის პრემიუმ დისტრიბუტორი და ამ ღონისძიებაში ჩვენი გუნდის მონაწილეობა მყარ საქმიან ურთიერთობებსა და Noventiq-ის ექსპერტიზის მაღალ დონეს ადასტურებს.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია JetBrains-მა წარადგინა ძირითადი სიახლეები: პროდუქტების ხაზის განვითარება, სერვისების განვითარების ვექტორი და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები. მონაწილეებმა მიიღეს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ითანამშრომლებს კომპანია JetBrains პარტნიორებთან სწრაფად ცვალებადი IT ბაზრის პირობებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეები გაეცნენ YouTrack-სა და IDE Services-ის მუშაობას.
აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები სულ უფრო ხშირად აწყდებიან გუნდურ პროცესებში გამჭვირვალობის ნაკლებობას, ინსტრუმენტების დაქსაქსულობას და დეველოპმენტის მართვაზე მზარდ დანახარჯებს. JetBrains ამაზე კონკრეტულად პასუხობს:
- YouTrack არის ამოცანებისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიის პროცესებზე მოქნილად მორგების საშუალებას იძლევა კომპრომისების გარეშე. ის ამარტივებს დაგეგმვას, ზრდის კონტროლს, ეხმარება გუნდებს ფოკუსირდნენ შედეგზე და არა ბიუროკრატიაზე.
- IDE Services არის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ნაკრები JetBrains IDE გარემოში გუნდური მუშაობისთვის. იგი უზრუნველყოფს დეველოპმენტის გარემოს ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადგილიდან, ახალი თანამშრომლების ადაპტაციის დაჩქარებას და გუნდებს შორის სტაბილურ სინქრონიზაციას.
ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცნობთ არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მუშაობის პრინციპებს, არამედ შეგვიძლია დავასაბუთოთ, კონკრეტულად როგორ დაეხმარება ის დანახარჯების შემცირებაში, მართვადობის გაზრდასა და შედეგების დაჩქარებაში.
სამიტმა მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო ღრმად ჩავღმავებოდით პროდუქტების მუშაობის ლოგიკას და მოგვამზადა სამომავლოდ ბიზნესის კონკრეტულ ამოცანებზე ერთობლივი მუშაობისთვის.
თუ თქვენი გუნდი აწყდება სირთულეებს ამოცანების, პროცესების მართვაში ან დეველოპმენტის ინსტრუმენტების ინტეგრაციაში — ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გაგაცნოთ JetBrains-ის გადაწყვეტილებები.