Adobe-მა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან Acrobat-ში ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის მქონე ფუნქციები გამოაქვეყნა. აღნიშნული მიზნად ისახავს კომპლექსურ PDF დოკუმენტებში ნავიგაციის პროცესის გამარტივებას. AI Assistant-სა და Generative summary-ის დანერგვით, მომხმარებლებს შეუძლიათ რთული და ვრცელი ფაილებიდან მარტივად მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეჯამებები.
AI ასისტენტი:
მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით, ეს ფუნქცია PDF დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით მომხმარებლის შეკითხვებს ამომწურავად პასუხობს. ის არა მხოლოდ პირდაპირი პასუხებით შემოიფარგლება, არამედ დოკუმენტებში აკავშირებს შესაბამის ტექსტსა და მონაცემთა წყაროებს. უფრო მეტიც, AI ასისტენტი მომხმარებელს სთავაზობს დამატებით კითხვებს, რითაც ხელს უწყობს არსებული მასალის უფრო ღრმა გაგებასა და შესწავლას.
Generative summary
ეს ინოვაციური ფუნქცია ავტომატურად წარმოქმნის სტრუქტურირებულ მონახაზებს სათაურებითა და შეჯამებებით, რაც ეფექტურად ხსნის დოკუმენტის არსს და მის ძირითად კონტენტს. გადამწყვეტი პუნქტების იდენტიფიცირებით და ხაზგასმით, ის ამუშავებს შინაარსს ნაწილებად, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ მიღებას.
Generative AI მახასიათებლების უპირატესობები
Generative AI ფუნქციები Acrobat-სა და Acrobat Reader-ში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გააზრებას, უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებასა და მაღალი ხარისხის შინაარსის სწრაფ შექმნას, რაც აუმჯობესებს პროდუქტიულობას.
- გაუმჯობესებული აღქმა: მომხმარებლებს უკეთესად შეეძლებათ გაიგონ კომპლექსური PDF დოკუმენტები. რთული ანგარიშების გაშიფვრითა და კვლევითი ნაშრომების მთავარი შინაარსის ამოღებით გაცილებით მარტივი ხდება ნავიგაცია ციფრული ინფორმაციის სამყაროში.
- გაზრდილი პროდუქტიულობა: შრომატევადი ამოცანების ავტომატიზაციით, როგორიცაა შეჯამება და კონტექსტუალიზაცია, AI-ზე ორიენტირებული ფუნქციები გზას უხსნის გაუმჯობესებულ პროდუქტიულობას და დროის ეკონომიას აკეთებს. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს უფრო პრიოტიტეტულ საკითხებზე.
- შთამბეჭდავი კონტენტი: ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული შინაარსითა და მასალით მომხმარებელს საშუალება აქვს შექმნას ელ.ფოსტა, პრეზენტაციები, შეხვედრის ჩანაწერები და სხვა.
Adobe მოუწოდებს მომხმარებლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ბეტა ტესტირებაში, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობის გაუმჯობესებას, ეს კი უზრუნველყოფს მომხმარებელზე მორგებულ და ეფექტურ პროგრამას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქციები ავტომატურადაა ჩართული, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გამორთონ ისინი, თუ უპირატესობას ტრადიციული PDF-ს ანიჭებენ.
Adobe-ის მიერ Generative AI ფუნქციების დანერგვა Acrobat-სა და Acrobat Reader-ში მნიშვნელოვანი ნახტომია PDF დოკუმენტების მენეჯმენტში, რაც მომხმარებლებს სთავაზობს სიმარტივეს, გაუმჯობესებულ გაგებასა და პროდუქტიულობას.