Gartner-ის ახალი პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, საბოლოო მომხმარებლების მიერ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე გაწეული ხარჯები, 2025 წლისთვის მიაღწევს 212 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. რაც შეეხება 2024 წლის ბოლოს, გლობალურად საბოლოო მომხმარებლების ხარჯები ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით იქნება დაახლოებით 183,9 მილიარდი აშშ დოლარი.
კომპანია Gartner-ის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელის აზრით - “საფრთხეების მუდმივი ზრდა, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარება და ტალანტების ნაკლებობა, აიძულებს ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს (CISO) გაზარდონ ხარჯები“.
გარდა ამისა, ამჟამად ორგანიზაციები აფასებენ EPP და EDR გადაწყვეტილებების საჭიროებებს, რათა გაზარდონ ოპერაციული ეფექტურობა და შეამცირონ ინციდენტებზე რეაგირების დრო.
ხელოვნური ინტელექტისა და გენერაციული AI (GenAI)-ის დანერგვასთან დაკავშირებით, შეინიშნება ინვესტიციების ზრდა უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის აპლიკაციების უსაფრთხოება, მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის დაცვა. 2025 წლისთვის GenAI-ის გამო კიბერუსაფრთხოების რესურსების მკვეთრი ზრდა იქნება, რაც გამოიწვევს უსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების 15% გაზრდას (იხილეთ ცხრილი 1).
GenAI-ის შექმნის შემდეგ, თავდამსხმელები სულ უფრო ხშირად იყენებენ Large Language Model-ის (LLM) მქონე ინსტრუმენტებს ფართომასშტაბიანი შეტევების განსახორციელებლად, სოციალური ინჟინერიის გამოყენებით. Gartner-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის კიბერ შეტევებისა და მონაცემთა გაჟონვის ფაქტების 17% დაკავშირებული იქნება გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან.
ვინაიდან ორგანიზაციები აგრძელებენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლას, Gartner-ის ანალიტიკოსები ელოდებიან უსაფრთხოების ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების რაოდენობის, ასევე ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების წილის ზრდას ბაზარზე. CASB და CWPP-ის ბაზრის წილის ღირებულება, სავარაუდოდ, 2025 წელს მიაღწევს 8,7 მილიარდ აშშ დოლარს, 2024 წლის პროგნოზთან შედარებით (6,7 აშშ დოლარი).
კიბერუსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური ტალანტების გლობალური დეფიციტი არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ინვესტიციებს უსაფრთხოების სერვისების ბაზარზე (უსაფრთხოების მიმართულებით პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურება და უსაფრთხოების მართვის სერვისები). აღნიშნულ სერვისებზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება, ვიდრე უსაფრთხოების სხვა მიმართულებებზე.
წყარო: Gartner Forecasts Global Information Security Spending to Grow 15% in 2025