მოხარული ვართ მოგიწვიოთ ჩვენი პარტნიორი კომპანია Check Point Software Technologies-ს მთავარ ღონისძიებაზე - CPX 360, გაიმართება ა.წ. 15-16 მარტს, ონლაინ ფორმატში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია Check Point ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე მსოფლიო ექსპერტებთან ერთად წარმოგიდგენთ:
- გლობალური თავდასხმების პრევენციის წარმატებულ ისტორიებს და კიბერუსაფრთხოების მიმართ კომპლექსური მიდგომებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს;
- Check Point’s 2023 Product Roadmap & უახლეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს;
- ექსპერტების პროგნოზებს 2023 წლისათვის, რაც დაგეხმარებათ კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა მიმართულებით: ქსელები, ქლაუდი, სამუშაო ადგილები.
ღონისძიების ენა გახლავთ ინგლისური, წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
კომპანია „ნოვენთიქ საქართველო“ Check Point Software Technologies-ის ოთხი ვარსკვლავის სტატუსის მქონე პარტნიორია.
თქვენ იმსახურებთ საუკეთესო უსაფრთხოებას Check Point-გან!