ბოლო დროს, Windows-ის დახვეწა უფრო თვალსაჩინო გახდა. კომპანიამ დაანონსა განვითარებისათვის საჭირო მოწყობილობების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ასევე წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინოვაციური ფუნქციები, რომლებიც დანერგილია Windows 11-ის ოპერაციულ სისტემაში.
ამ ინოვაციებს შორის გამორჩეულია ფუნქცია Windows Copilot, ინოვაციური AI ასისტენტი, რომელიც წარმოადგენს პირველ პერსონალურ კომპიუტერულ პლატფორმას. ამ ფუნქციისა და Bing Chat-ის დახმარებით, დეველოპერებს შეუძლიათ თავიანთი იდეების მარტივად განხორციელება, რაც ხელს უწყობს რთული პროექტების დასრულებას და Windows აპლიკაციებში სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას.
Windows Copilot გთავაზობთ ფუნქციების ფართო სპექტრს, მათ შორის Copy/Paste, Snap Assist, Snipping Tool და სხვა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იყვნენ უფრო პროდუქტიული და ეფექტური.
Bing Chat-ის მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ Windows Copilot-ს სხვადასხვა შინაარსის კითხვები დაუსვათ, იქნება ეს ადგილობრივი დროის შემოწმება საერთაშორისო ზარების განხორციელებამდე თუ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვა.
გარდა ამისა, Windows 11 გთავაზობთ AI-ს ახალ შესაძლებლობებს Microsoft Store-ში, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერას სხვადასხვა პლატფორმაზე და Azure ქლაუდში. ეს კი დეველოპერებს უახლესი AI ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ინდუსტრიებში ინოვაციური აპლიკაციების შესაქმნელად.
Windows აგრძელებს ინოვაციებისა და ზრდის ტრაექტორიას, მძლავრი ინსტუმენტებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შესაძლებლობების შეთავაზებით.