გასულ კვირას, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაიმართა კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და Noventiq Georgia-ს სტრატეგიული პარტნიორი კომპანია Check Point Software Technologies-ს წლის მთავარი ღონისძიება - CPX 2024.
აღნიშნული ყოველწლიური ღონისძიება აერთიანებს კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიაში მოღვაწე ექსპერტებს, რათა წარადგინონ უახლესი გადაწყვეტილებები და სტრატეგიები, თუ როგორ დაიცვან ორგანიზაციები სოფისტიკური კიბერ საფრთხეებისგან.
CPX 2024-ს ესწრებოდა კომპანია Noventiq Georgia-ს დირექტორი და Noventiq EE&CA & Check Point HUB-ის ხელმძღვანელი, რევაზ ურუშაძე. ღონისძიების ფარგლებში, ის შეხვდა Check Point Software Technologies-ს წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილა კომპანიებს შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
Check Point Software Technologies-გან Noventiq Georgia Premier სტატუსს ფლობს.