Check Point Software Technologies აანონსებს Microsoft Security 20/20 ჯილდოს მიღებას «ყველაზე აქტიური პარტნიორი ინტეგრაციის მიმართულებით» კატეგორიაში. დასტურდება, რომ კომპანია აღიარებულ იქნა მსოფლიოს საუკეთესო პარტნიორთა შორის ინოვაციის სფეროში მიღწევების დემონსტრირებისა და Microsoft-ის ღრუბლოვან ტექნოლოგიებში თავისი გადაწყვეტილებების წარმატებით ინტეგრაციისათვის.
Azure-ის მომხმარებლები ირჩევენ Check Point, როგორც ქლაუდ უსაფრთხოების ერთ-ერთ საუკეთესო მომწოდებელს, რომელსაც გააჩნია Co-Sell Ready Prioritized სტატუსი. Microsoft-ის ჯილდო ხაზს უსვამს Check Point-ის ლიდერობას და ხედვას ქლაუდ უსაფრთხოების სფეროში, აგრეთვე შესაძლებლობას, შეესაბამებოდეს Azure პლატფორმის ახალ და რთულ ქლაუდ არქიტექტურას.
ღრუბლოვანი გამოთვლების გარემო დღეს არის ბევრად რთული თავის წინამორბედებთან შედარებით. მომხმარებლისათვის შეთავაზებული ღრუბლოვანი სერვისების რაოდენობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. მკვეთრად შეიცვალა კომპანიების მონაცემთა შენახვის და მაშტაბირების ხერხები. ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა ღრუბელში განლაგებული ტექნოლოგიების რაოდენობა, ხოლო აპლიკაციების არქიტექტურა გადავიდა მიკრო-სერვისებზე, რამაც შეცვალა უსაფრთხოების პერიმეტრი დატვირთვის პერიმეტრზე. დღევანდელ Cloud Computing გარემოში ყველა ამ ცვლილებამ გამოიწვია შესაძლო შეტევების დიაპაზონის მკვეთრი ზრდა.
Microsoft და Check Point-მა დაიწყეს ერთობლივი მუშაობა, რათა დააკმაყოფილონ დღევანდელი ქლაუდის უსაფრთხოების უნიკალური საჭიროებები. პარტნიორები ყურადღებას ამახვილებენ თავდასხმის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე. შედეგად, Microsoft-ის და Check Point CloudGuard უსაფრთხოების პროდუქტებს, მათ შორის Azure Security Center, Azure Sentinel და Intune აკავშირებს მრავალმხრივი ინტეგრაცია. აღნიშნული ინტეგრაცია უზრუნველყოფს Azure-ის მომხმარებლების მონაცემთა სრულ დაცვას, რაც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ელასტიური და დინამიური Azure ქლაუდის უპირატესობებით.