Check Point რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს 2021 წლის 1 იანვრამდე
ეს შეტყობინება მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იყენებს Check Point ფიზიკურ ან/და ვირტუალურ მოწყობილობებს და ვინც იყენებს Check Point Stand Alone VPN ან Check Point Endpoint / SandBlast Agent.
ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები უნდა შესრულდეს 2021 წლის 1 იანვრამდე, რათა პრობლემები არ აისახოს სისტემების ფუნქციონირების პროდუქტიულობაზე.
2019 წლის აგვისტოში, გამოვიდა ვერსია E81.20, რომლის აღწერილობაში მითითებული იყო, რომ შეზღუდვები წესდებოდა Check Point-ის Endpoint, VPN და SandBlast agent (sk158912) ძველ ვერსიებზე. ეს ვერსიებია: Endpoint / VPN E80.81-დან E81.10-მდე (მხოლოდ Windows) და SandBlast agent E80.61-დან E81.10-მდე (მხოლოდ Windows). ჩამოთვლილი ვერსიების ცალკეული ფუნქციონალი შეაჩერებს მუშაობას 2021 წლის 1 იანვრიდან, თუ არ შესრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი:
მოკლე ინფორმაცია:
- ცვლილებები შეეხო ვერსიებს: VPN clients და SandBlast Agent E80.61-დან E81.10-მდე;
- ცვლილებები ოპერაციულ სისტემებზე: Windows 7 და 10 (არა XP ან MacOS);
- ცვლილებები შეეხო ბლეიდებს: Firewall (და VPN), AntiBot და Forensics (სხვა ბლეიდები კვლავ იმუშავებს);
- რეკომენდაციები გაუმართაობისგან თავის ასაცილებლად: დააინსტალირეთ პაჩი - sk171213 ან მოახდინეთ განახლება E81.20-მდე (ან უფრო ახალ ვერსიამდე).
დეტალური ინფორმაცია ბმულზე - sk171213.