2024 წლის Forrester Wave™ კვლევის მიხედვით, Check Point Software Technologies-ის პროდუქტი, Harmony Mobile, აღიარებულია მობილური უსაფრთხოების სფეროს ლიდერად. ეს აღიარება ეფუძნება კომპანიის მიერ მობილური მოწყობილობების დაცვის სფეროში მრავალფეროვანი და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.
მთავარი მახასიათებლები:
- მრავალდონიანი მობილური უსაფრთხოება: Harmony Mobile უზრუნველყოფს მობილური მოწყობილობების დაცვას არა მხოლოდ აპლიკაციების, არამედ ქსელისა და მოწყვლადობის მართვის მიმართულებითაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ორგანიზაციებისთვის, სადაც თანამშრომლები კორპორატიულ მონაცემებზე წვდომისთვის სმარტფონებს იყენებენ.
- ნოვატორული გადაწყვეტილებები: Forrester-ის კვლევის მიხედვით, Check Point-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაციის (PII) ადგილობრივ სერვერებზე შენახვის შესაძლებლობაა. გადაწყვეტილებას შეუძლია ყოველთვიურად ამოიცნოს 18,000-ზე მეტ მაღალრისკიანი აპლიკაცია.
- მარტივი მართვა: სწრაფი დანერგვისა და მასშტაბირების შესაძლებლობების წყალობით, Harmony Mobile იდეალურად ერგება არსებულ მობილურ გარემოს.
- მოსახერხებელი მომხმარებლისათვის: იცავს მოწყობილობებს, მომხმარებელთან ურთიერთქმედებაზე და კონფიდენციალურობაზე ზემოქმედების გარეშე.
Zero Trust მოდელი და მოქნილი არჩევანი
Harmony Mobile საშუალებას იძლევა უსაფრთხოება ინტეგრირდეს Zero Trust მოდელში, რაც მობილური უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის დანერგვა და შესყიდვის ვარიანტები, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გადაწყვეტილების მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას.
დამატებითი ინფორმაციისთვისა და კონსულტაციის დასაჯავშნად