Check Point Software Technologies Ltd-მა გამოაქვეყნა 2024 წლის ღრუბლოვანი უსაფრთხოების ანგარიში, 2024 Cloud Security, სადაც ნათლად ჩანს ღრუბლოვანი უსაფრთხოების ინციდენტების მნიშვნელოვანი ზრდა და ორგანიზაციების მიერ პრევენციული ზომების ნაკლებობა.
ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კიბერშეტევები 154%-ით არის გაზრდილი. 2023 წელს საფრთხეები შეადგენდა 24%-ს, ხოლო 2024 წელს მისი რაოდენობა 61%-მდე გაიზარდა. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს ღრუბლოვანი სივრცის მზარდ სირთულეებსა და სიხშირეს.
Check Point-ის კვლევით დადგინდა, მიუხედავად იმისა რომ კომპანიების უმეტესობა ფოკუსირებულია საფრთხეების გამოვლენასა და მონიტორინგზე, ამავდროულად ორგანიზაციების მხოლოდ 21% ამახვილებს ყურადღებას პრევენციულ ზომებზე. ეს სტატისტიკა საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს, DevOps-ისა და ახალი ღრუბლოვანი აპლიკაციების სწრაფი ზრდის გამო.
ანგარიში ხაზს უსვამს ორგანიზაციების შეზღუდულ შესაძლებლობებს სწრაფად და ეფექტურად მართონ რისკები ღრუბელში, კომპანიების მხოლოდ 4%-მა განაცხადა, რომ რისკის შემსუბუქება მათთვის მარტივი და სწრაფად მისაღწევია. გამოკითხულთა 91% თვლის, რომ მათი კომპანიებისთვის რთულია ისეთი კიბერშეტევებთან გამკლავება, როგორიცაა უცნობი რისკები და Zero-Day-ის თავდასხმები, რომლებსაც უსაფრთხოების ტრადიციული ინსტრუმენტები ვერ ამჩნევენ. თავდასხმის ეს ახალი მეთოდები მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის ბიზნესს, რომელიც მხოლოდ რეაქტიულ ზომებს ეყრდნობა.
Check Point რეკომენდაციას უწევს:
- ხელოვნური ინტელექტით პრევენციის ინტეგრირებას: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპანიას ეხმარება საფრთხის სისტემაში შესვლამდე იდენტიფიცირებასა და დაბლოკვაში
- უსაფრთხოების რეგულარულ განახლებებსა და ტესტირებას: პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შენარჩუნება და უსაფრთხოების რეგულარული შეფასებები გადამწყვეტია ძლიერი თავდაცვის შესანარჩუნებლად.
ამ ზომების გათვალისწინებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ პროაქტიული პოზიცია ღრუბლოვანი საფრთხეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ მათი ღირებული მონაცემების დაცვა.