Noventiq Georgia აანონსებს Oracle Partner Network Member-ის საპარტნიორო სტატუსის მიღების შესახებ. აღნიშნული სიახლე ახალი შესაძლებლობაა Oracle-ის გადაწყვეტილებების დანერგვითა და ეფექტური გამოყენებით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის.
ჩვენმა სპეციალისტებმა გაიარეს ყველა საჭირო სერტიფიკაცია და ფლობენ ღრმა გამოცდილებას Oracle-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ მომხმარებლებს პროფესიონალური კონსულტაცია და მივაწოდოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია Oracle-ის აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ღრუბლოვან მომსახურებებთან.
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავს Oracle-ის გადაწყვეტილებების დანერგვას, ინტეგრაციასა და მხარდაჭერას.
რატომ Oracle?
Oracle – ტექნოლოგიების ერთადერთი პროვაიდერია, რომელსაც გააჩნია ინტეგრირებული ღრუბლოვანი აპლიკაციების სრული ნაკრები და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პლატფორმა. Oracle Cloud გთავაზობთ ყველა საჭირო მომსახურებას, IT რესურსების მიგრაციის, მოწყობისა და გამართვისათვის, დაწყებული არსებული კორპორატიული დატვირთვების ოპტიმიზაციით და დამთავრებული ახალი cloud native აპლიკაციებისა და მონაცემთა პლატფორმების სერვისებით.
Oracle Cloud-ის აპლიკაციები შექმნილია ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე Front & Back Office გადაწყვეტილებებით, რათა მხარი დაუჭიროს თანმიმდევრულ პროცესებს და უზრუნველყოს ინფორმაციის სანდო წყარო მნიშვნელოვანი ბიზნეს-ფუნქციებისათვის.
Oracle-ის აპარატული გადაწყვეტილებები მოიცავს მზა მასშტაბირებადი სისტემების, სერვერებისა და მონაცემთა სანახების სრულ ნაკრებს, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს აპლიკაციებისა და მონაცემთა ბაზების ეფექტურობის ოპტიმიზირებაში.
ორგანიზაციები აუმჯობესებენ მონაცემთა ბაზების პროდუქტიულობას, ამარტივებენ მართვას და ამცირებენ ხარჯებს ექსკლუზიური ფუნქციებისა და ოპერაციების ავტომატიზაციის საშუალებების ხარჯზე.
Noventiq Georgia-თან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ:
- Oracle-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომას
- ექსპერტულ მხარდაჭერას პროექტის ყველა ეტაპზე
- ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციას
- მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას