Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
გაცნობებთ, რომ კომპანია Noventiq Georgia-ს მიენიჭა პრესტიჟული ტიტული Great Place to Work®. ამ ტიტულის მიღება ადასტურებს, რომ ჩვენ, როგორც კომპანია, ვქმნით და ვინარჩუნებთ საუკეთესო პირობებს და ხელსაყრელ სამუშაო გარემოს ჩვენი თანამშრომლებისათვის და ჩვენთან შექმნილია მუშაობისათვის საჭირო ყველა პირობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
Noventiq Georgia-მ დაადასტურა, რომ კომპანია თანამშრომლებისათვის იძლევა გლობალურ გარემოში განსაკუთრებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს, ამყარებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, ქმნის სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს სამართლიან და თანაბარ პირობებს ყველა თანამშრომლისათვის.
აღნიშნული ჯილდოს მიღებამდე კომპანიამ გაიარა სერტიფიცირება, რომელიც პირველ რიგში დაფუძნებულია თანამშრომელთა მოსაზრებებზე, კერძოდ გამოკითხვა მოიცავს სხვადასხვა პარამეტრების შეფასებას, მათ შორის კომპანიის კულტურა, სამუშაო ადგილების უსაფრთხოება, სამუშაო გარემო, გუნდური მუშაობა, ღირებულებები და ეთიკა, აგრეთვე კომპანიის კულტურული აუდიტი.
სერტიფიცირების შედეგების მიხედვით, დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომპანია Noventiq Georgia არის მუშაობისათვის შესანიშნავი ადგილი.
Great Place to Work® ინსტიტუტის მიერ აღიარება - ეს არის ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა სერიოზული წარმატება და მათი კომპანიის მიმართ განწყობის მაჩვენებელი.
Great Place to Work ® - ეს არის საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს კომპანიებს მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანაში მათი კორპორატიული და სამუშაო ადგილის კულტურების განვითარებაში. ნდობაზე და შესრულებაზე ორიენტირებული კულტურა არა მხოლოდ თანამშრომლებს უნარჩუნებს მოტივაციას და ერთგულებას, არამედ აძლიერებს კომპანიის ეკონომიკურ ეფექტურობას. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ცვლილებების პროცესების წარმატებულ მართვაში, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია ან დემოგრაფიული ცვლილება. ყოველწლიურად Great Place to Work® ანიჭებს სერტიფიკატს საუკეთესო დამსაქმებლებს მათი მუშაობის აღიარების მიზნით, თანამშრომელთა ანონიმური გამოკითხვებისა და კორპორატიული კულტურის ანალიზის საფუძველზე.
“Noventiq Georgia პირველი იტ კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აღნიშნული სერტიფიკატი ლოკალურად მიენიჭა. ეს ჯილდო ეკუთვნის კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. მათი დამსახურებაა, რომ კომპანია საუკეთესოთა რიგებში ირიცხება. მე მსურს თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა მოვუხადო თანადგომისთვის, შრომისთვის და იმ თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებენ საუკეთესო შედეგის მისაღებად. ამ საუკეთესო გუნდის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა”, აცხადებს რევაზ ურუშაძე, Noventiq Georgia -ს დირექტორი.