Softline Holding plc began trading under the brand name Noventiq after divesting part of its business in October 2022.
კომპანია Noventiq მუშაობს ინდუსტრიაში, სადაც ბიზნესის განვითარებაში და კონკურენტულ დიფერენციაციაში ტალანტი თამაშობს მთავარ როლს. კომპანიის თანამშრომლებისთვის ღირსეული წინადადების ფარგლებში დირექტორთა საბჭო ცდილობს წაახალისოს თანამშრომელთა მიერ კომპანიის აქციების ფლობის კულტურა.
სტიმულირების ხანგრძლივ გეგმასთან ერთად, სააქციო კაპიტალის ბაზაზე 2022 ფინანსურ წელს კომპანია გეგმავს დანერგოს LTEPP - კომპანიის ყველა თანამშრომლის წილობრივი ჩართულობის გეგმა. დირექტორთა საბჭოს შეხედულებისამებრ, აქციების ღირებულების ზრდის გარკვეული მიზნობრივი მაჩვენებლების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ აქციების ოფციონები მათი წლიური შემოსავლის 45%-მდე ყოველწლიურად. მიღებიდან 5 წლამდე პერიოდის განმავლობაში, ოდენობიდან გამომდინარე, ოფციონები კონვერტირებული იქნება აქციებში (vest).
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს შესთავაზოს თანამშრომლებს აქციების შესყიდვის პროგრამა, რაც მისცემს მათ საშუალებას შეიძინონ აქციები თავიანთი წლიური შემოსავლის 15%-მდე ღირებულების, შეძენის დროს 15% ფასდაკლებით.
Noventiq - ეს არის ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია ტალანტებზე. აღნიშნული პროგრამა გახლავთ საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვის, შენარჩუნების და მოტივირების ძირითადი ინსტრუმენტი.
Noventiq Georgia გახლავთ კომპანია Noventiq-ის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის შემადგენელი ნაწილი. კომპანია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან და დაიმკვიდრა თავი, როგორც პასუხისმგებელმა და პროფესიონალმა IT ინტეგრატორმა კომპანიამ. სათაო ოფისი განთავსებულია დიდი ბრიტანეთის ქ. ლონდონში.
«ჩვენი მიზანია დავამყაროთ გრძელვადიანი პარტნიორობა თანამშრომლებთან, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის ძირითად ღირებულებას და დასაყრდენს. ჩვენ ვაფასებთ სტაბილურობას და არ გვაშინებს სიახლეები. კომპანიის მენეჯმენტი ყოველთვის ცდილობს შეუქმნას თანამშრომლებს განვითარების და კომფორტის საუკეთესო პირობები, მათი და კომპანიის საერთო მიზნების განხორციელებისათვის. ჩვენ, როგორც საჯარო კომპანიას, გვაქვს დამატებითი უნიკალური ინსტრუმენტი - საპარტნიორო გეგმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის მიერ გუნდის აღიარებას და დაფასებას. გვესმის ვინ დგას კომპანიის წარმატების უკან, რაც რა თქმა უნდა ძლიერი სიგნალია იმ ტალანტებისათვის, ვინც აპირებს შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. იმედი მაქვს, აღნიშნულ პროგრამას დადებითად შეხვდება კომპანიის თითოეული თანამშრომელი და გამოიყენებს ამ ახალ შესაძლებლობას», განაცხადა კომპანია Noventiq Georgia“-ს დირექტორმა, რევაზ ურუშაძემ.