Adobe Creative Cloud აქვს სპეციალური შეთავაზებები ორი სეგმენტისთვის:
- K-12 (სკოლამდელი და საშუალო განათლება)
- HED (უმაღლესი და შემდგომი განათლება)
სეგმენტი K-12
სპეციალური ფასები K-12 სეგმენტისათვის ვრცელდება მხოლოდ Adobe Creative Cloud-ის სრულ პაკეტზე. K-12-ის ლიცენზიების ფასები არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე, შეძენის შესაძლო ვადები: 1/2/3/4 წელი.
სეგმენტი HED
სპეციალური ფასები HED სეგმენტისათვის ვრცელდება, როგორც Adobe Creative Cloud-ის სრულ კომპლექტზე, ასევე ცალკეულ პროდუქტებზე, როგორიცაა Audition ან Premiere Pro. HED ლიცენზიების ფასი დამოკიდებულია რაოდენობაზე. შეძენის შესაძლო ვადები: 1/2/3/4 წელი.
Adobe-ის პროგრამების შეძენისთვის, თითოეულ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მოქმედი ლიცენზია.
რა შედის Creative Cloud პაკეტში?
არსებობს ორი სახის ლიცენზია:
- Shared Device
- Named
საერთო მოწყობილობის ლიცენზიები - Shared Device
- თითოეული სტუდენტი შედის სისტემაში საკუთარი ანგარიშით. არ არსებობს ერთიანი შესვლის მექანიზმი.
- ლიცენზია მიბმულია კომპიუტერზე. ვერავინ წაიღებს მას სახლში და დააინსტალირებს საკუთარ კომპიუტერზე. არ არსებობს საცავი და ონლაინ სერვისები.
- თქვენ შეგიძლიათ დააინსტალიროთ მხოლოდ Creative Cloud-ის სრული პაკეტი. ინდივიდუალური აპლიკაციების დაკავშირება მოწყობილობებთან არ ხდება.
- ავტორიზაცია ინტერნეტში - ყოველ 12 საათში.
სახელობითი ლიცენზიები - Named
- შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლის მოწყობილობებიდან.
- შეგიძლიათ დააინსტალიროთ Creative Cloud სრული პაკეტი ან ცალკეული პროგრამები.
- ლიცენზია მიბმულია მომხმარებელთან და მის Adobe ID-თან (ელ.ფოსტაზე). არსებობს საცავი და წვდომა ონლაინ სერვისებზე. ლიცენზიები შეიძლება ადვილად გადანაწილდეს CSV ფაილის საშუალებით.
- ლიცენზიის ინსტალაცია შესაძლებელია ერთდროულად 2 კომპიუტერზე, მაგრამ ვერ ხერხდება მისი ერთდროულად გამოყენება
- ავტორიზაცია ინტერნეტში საჭიროა ყოველ 30 დღეში.
Noventiq Georgia-ს, როგორც Adobe Education სტატუსის პარტნიორის უპირატესობები:
- Noventiq Georgia-ს აქვს Adobe Certified Reseller EDUCATION სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენზე მოქმედებს Adobe-ის შემოთავაზებული ყველა აქცია.
- BDM გუნდი – პროფესიონალური დახმარება პროდუქტის შერჩევაში, ტექნიკური მხარდაჭერა პროდუქტების გამოყენებისას.