კომპანია Fudo Security-მ, რომელიც გახლავთ პრივილიგირებული წვდომის მენეჯმენტის და Zero Trust კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მზარდი მწარმოებელი, განაცხადა 2021 წლის Cybersecurity Excellence Awards კონკურსში 14 ოქროს ჯილდოს მოპოვების შესახებ. FUDO PAM მოიგო ოქროს ჯილდოები პროდუქტების ძირითად კატეგორიებში, მათ შორის PAM, ბიომეტრია და Zero Trust უსაფრთხოება. Cybersecurity Excellence Awards ჯილდოები ენიჭებათ ნოვატორულ კომპანიებს და ლიდერებს, რომლებიც ავლენენ ინოვაციებს და ლიდერობას ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში.
«ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მივიღეთ FUDO-ს პრივილიგირებული წვდომის მენეჯმენტის გადაწყვეტილების ასეთი ფართო ინდუსტრიული აღიარება» - აღნიშვნა პატრიკ ბროზეკმა, კომპანია FUDO Security აღმასრულებელი დირექტორი. «Fudo PAM ეხმარება კომპანიებს გაუმკლავდნენ დღევანდელი რეალობისთვის ერთ–ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევას - მომხმარებლებისთვის ქსელის რესურსებზე სათანადო წვდომის უზრუნველყოფას და ამავდროულად, შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვას. დღევანდელი შედეგები ასახავს ჩვენს აღმავლობას, რაც არა მხოლოდ გლობალური გაყიდვების ზრდის, არამედ ინდუსტრიის მიერ აღიარების და ნდობის მაჩვენებელია».
PAM
FUDO PAM გახლავთ FUDO-ს ფლაგმანი პროდუქტი, რომელიც ინდუსტრიის ექსპერტების მიერ ინოვაციური და სწრაფი მიდგომის გამო არის აღიარებული, როგორც მსოფლიო დონის სესიების მონიტორინგისა და ჩაწერის შესაძლებლობების ლიდერი. FUDO-ს HTTP(s) სესიების მონიტორინგისა და ჩაწერის ინდუსტრიული სტანდარტს ერთი ნაბიჯით წინ მიჰყავს დარგი. ფუდოს სესიის მონიტორინგი აღბეჭდავს ყველა წვრილმან დეტალს და არა მხოლოდ ე.წ სქრინშოტებს, რაც უზრუნველყოფს ნათელ, დეტალურ მიწოდებას. FUDO PAM არ საჭიროებს აგენტის დაინსტალირებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მცირე ვადებს დანერგვისა და ინსტალაციისათვის - ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში.
Biometrics
ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით FUDO PAM–ს შეუძლია გაანალიზოს პრივილეგირებული სესიები, მოახდინოს უფლებამოსილების შემოწმება და გაარკვიოს დამყარდა თუ არა სესია ლეგიტიმურ და ნორმალურ გარემოში. ეს შესაძლებელია FUDO PAM-ის ბიომეტრიის დახმარებით, რომელიც განსაზღვრავს სესიის საფრთხის დონეს, ასევე აანალიზებს მომხმარებლის მაუსის გადაადგილების მაჩვენებლებს. FUDO-ს ბიომეტრიული ტექნოლოგია ასევე გთავაზობთ სესიის ხანგრძლივობას და კავშირის დროის უნიკალურ ანალიზს. ხელოვნური ინტელექტის მოდული მუშაობს რეალურ დროში, პირდაპირი სესიებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ჯგუფის საფრთხის დონის პროაქტიულ და დაუყოვნებლივ მონიტორინგს.
Zero Trust Network Access
FUDO PAM წარმოადგენს ნებისმიერი პოლიტიკის ნულოვანი ნდობის მნიშვნელოვან ნაწილს სესიის უნიკალური ჩაწერის, მონიტორინგის, ბოროტად გამოყენების პრევენციის, მრავალფაქტორიანი ავტორიზაციის და წვდომის მოწინავე პოლიტიკის გამო.
Zero Trust საფუძველი ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებულია - მხოლოდ მათ ეძლევათ წვდომა, ვისაც ეს სჭირდება და თან შეზღუდული დროის განმავლობაში. FUDO PAM–ის საშუალებით კომპანიას შეუძლია სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების მიღწევა და უზრუნველყოფს წვდომას მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლებისთვის. ფუდოს Just-in-Time ფუნქცია საშუალებას აძლევს პროგრამებს ხელმისაწვდომი გახდნენ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პრივილეგირებული ანგარიშების გამოვლენის რისკს. ეს არსებითი ფუნქციები განსაკუთრებით ფასდება ისეთი გაუთვალისწინებელი კრიზისების დროს, როგორიცაა COVID-19 პანდემია. უმეტეს შემთხვევაში FUDO-ს სწრაფი განთავსების დრო შეადგენს ერთ დღეს, რაც დაეხმარება ორგანიზაციებს უსაფრთხოდ და სწრაფად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.