„სოფთლაინ საქართველო“-მ დაადასტურა Microsoft Azure Expert Managed Service Provider (MSP) სტატუსი.
„სოფთლაინ საქართველო“-მ, რომელიც გახლავთ ციფრული ტრანსფორმაციის და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების სერვისების პროვაიდერი, მეორედ მოიპოვა Microsoft Azure Expert Managed Service Provider (MSP) სტატუსი და ფლობს მას 2 წელიწადი ზედიზედ.
აღნიშნული მაღალი სტატუსი ადასტურებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა მსხვილი მომწოდებლის პარტნიორის შესაძლებლობას - შესთავაზოს მომხმარებლებს Microsoft Azure-ის ბაზაზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სერვისების ფართო არჩევანი. კომპანია ფლობს ყველა საჭირო კომპეტენციას Azure-ში ახალი კლიენტების დასამატებლად, აფასებს მიგრაციას, აწარმოებს ვენდორის Cloud-პლატფორმაზე დაფუძნებულ ბიზნეს-გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციას და ეფექტურ მართვას.
დღეის მდგომარეობით კომპანია "სოფთლაინ საქართველო" ეხმარება თავის მომხმარებლებს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაში. აღნიშნული პროცესი დაფუძნებულია საკუთარ და ვენდორთა გადაწყვეტილებებზე და სერვისებზე, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით და ხელსაყრელი ფასით. გასულ წელს Azure Expert MSP სტატუსის მოპოვება გახდა "სოფთლაინ საქართველო"-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერთან პარტნიორობის განვითარების გზაზე. მეტიც, სერტიფიკაციამ კომპანიას უდავო კონკურენტული უპირატესობა და მაღალი ხარისხის მომსახურებების გარანტია მოუტანა, რასაც სთავაზობს თავის მომხმარებელს.
კომპანია "სოფთლაინ საქართველო" ბიზნეს-საზოგადოებას სთავაზობს მრავალფუნქციურ Cloud-სერვისებს ნებისმიერი IT დავალების შესასრულებლად, გაქირავების მოდელის გამოყენების საშუალებით. კომპანიის მომხმარებლები აქტიურად ნერგავენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ბიზნესის მაშტაბურობისათვის, ხოლო Microsoft Azure-ის პლატფორმა ეხმარება "სოფთლაინ საქართველო"-ს მომხმარებლისათვის კრიტიკულად საჭირო აპლიკაციების გაშვებაში, ექსპლუატაციაში და მაშტაბურობაში.
სოფთლაინ საქართველო"-ს და Microsoft-ის თანამშრომლობა დაიწყო 2010 წლიდან.
"სოფთლაინ საქართველო" გააგრძელებს ექსპერტიზის განვითარებას Microsoft-ის ტექნოლოგიების სფეროში, ვენდორის პროდუქტების და სერვისების პორტფოლიოს გაფართოვებას და Microsoft-ის ბაზაზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას. ასეთი მიდგომა ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, რაც ხდის კომპანიას აღიარებულ ლიდერად მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე.