დღეს, 25 დეკემბერს 2017წ., ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც საქართველოში განათლების და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შეიქმნა. საბჭოს მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებო პროგრამებთან ინტეგრირება და საქართველოში როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის,ასევე სხვა შესაბამისი საგანმანათლებო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭო დაკომპლექტებულია როგორც უცხოელი ასევე ქართველი ექსპერტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებით, ასევე საბჭოს წევრები არიან კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგნლებიც. მუშაობის ფარგლებში, გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, მოხდება სხვადასხვა პროექტების ინიცირება და მათ განსახორცილებლად რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს წევრები:
- მიხეილ ჩხენკელი- საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი
- მიხეილ ბატიაშვილი- შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" რექტორი
- მარიამ ჯაში- პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე
- ილია წულაია- საქართველოს პარლამენტის წევრი
- მენი ბენიში- ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში
- ირაკლი მეზურნიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
- გიორგი ზვიადაძე - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენო
- რევაზ ურუშაძე - Softline Georgia, Adobe Autodesk
- არმენ აკოპინი - HP საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთის ბიზნეს პარტნიორი
- გიორგი სოფრომაძე - Hewlett Packard Enterprise
- ზაზა გაბაშვილი - IBM-MUK Georgia
- დავით სამხარაძე - Splunk-NGT Group
- ნიკოლოზ დობორჯგინიძე - Microsoft
- გელა შონია - Qlick-NGT Group
- ამირან კოპალეიშვილი - MUK Georgia