წარმოებაში, ლოჯისტიკაში და ბევრ სხვა დარგში ვიდეომეთვალყურეობა წარმოადგენს უსაფრთხოების კონტროლის მნიშვნელოვან ელემენტს. იგი უზრუნველყოფს დაცვას გარე საფრთხეებისგან, აკონტროლებს საწარმოო უსაფრთხოების და შრომის დაცვის ნორმებს, ამცირებს ტრამვების რაოდენობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს აქვს არსებული პროცედურების და უსაფრთხოების წესების დარღვევისკენ მიდრეკილება, ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქციები და სწავლება არ არის საკმარისი ცვლილებების განსახორციელებლად - კონტროლი უნდა იყოს ავტონომიური, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას ციფრული ტრანსფორმაციის გზით.
იყავით გამორჩეული!
ფიზიკურ ობიექტებზე უსაფრთხოების მეთვალყურეობის უზრუნველყოფა შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტით. VizorLabs H&S - არის რეაგირების და შეტყობინებების ქვესისტემებით აღჭურვილი ვიდეომეთვალყურეობის გადაწყვეტილება, რომელშიც გამოიყენება სპეციალური ალგორითმი კამერიდან არსებითი მონაცემების მისაღებად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუძლია ადამიანების და ტრანსპორტის ამოცნობა თანამშრომლების და პარტნიორების მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ტექნიკური უსაფრთხოების და შრომის წესების დაცვის უზრუნველყოფა, ოპერაციული პერსონალის და წარმოების პროცესის კონტროლი.
VizorLabs H&S მუშაობს Azure-ის ღრუბლოვან პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღჭურვილია მიზნობრივი აპლიკაციებით. VizorLabs H&S გახლავთ Azure-ის პლატფორმაზე შემნილი ერთ-ერთი 100 პროგრამიდან, რაც მას ხდის განსაკუთრებით მიმზიდველს და მომგებიანს.
კორპორატიული დონის ვიდეო კონტენტის ანალიზი ფოკუსირებულია სისტემის მიერ გამოვლენილ კრიტიკულ სიტუაციებზე. VizorLabs გადაწყვეტილებას შეუძლია ამოიცნოს ადამიანები, დაადგინოს მათი კიდურები და გაანალიზოს, იყენებს თუ არა კონკრეტული ადამიანი ხელთათმანებს, დამცავ ჩაფხუტს და სხვა დამცავ საშუალებებს. ეს გადაწყვეტილება აკონტროლებს ფეხმავლებს სატრანსპორტო გზებზე, იმ ადგილებში, სადაც აკრძალულია ფეხით სიარული, სახიფათო ადგილებში და კიბეებზე, ავლენს სიგარეტის მოწევის ფაქტებს, აკონტროლებს დიდი სატრანსპორტო საშუალების გავლას.
VizorLabs H&S-ის გასაგები ინტერფეისი მოიცავს სხვადასხვა ფერის ინდიკატორებს. გადაწყვეტილება უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ წვდომას ვიდეომასალებთან და თითოეული კამერის არქივთან რეალურ დროში, რაც ზოგადად უზრუნველყოფს სამრეწველო უსაფრთხოების სწრაფ ვიზუალურ მონიტორინგს. ამრიგად, ოპერატორს აღარ სჭირდება ეკრანზე მუდმივად ყურება - დარღვევის ფაქტები ავტომატურად ჩნდება მოვლენების ველში თარიღის და დროის მითითებით. ანგარიშები უსაფრთხოების დარღვევის შესახებ იქმნება ავტომატურად შერჩეული პერიოდისათვის და მათი გაგზავნა შესაძლებელია პასუხისმგებელ პირთან ელექტრონული ფოსტით ან აქაუნთის პირად კაბინეტში.
სარგებელი
ვიდეოანალიტიკისათვის განკუთვნილი ეს და სხვა ანალოგიური გადაწყვეტილებები წინ უსწრებენ დეტექტორებს, რადგანაც ამ უკანასკნელებს ხშირად არ შეუძლიათ სიტუაციის სათანადოდ შეფასება, მიდრეკილნი არიან ცრუ განგაშისკენ და ითხოვენ მაღალი ხარისხის ვიდეო ნაკადს.
ბოლო თაობის ვიდეოანალიტიკის დეტექტორები შეიძლება ააწყოთ ნებისმიერი ბიზნესის მოთხოვნებისამებრ. ისინი აგრეთვე მუშაობენ უხარისხო ვიდეო ნაკადთან და ანალოგიური ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებთან, რომელთა გამოვლენის მაჩვენებელი 95% ან მეტია.
გამოსახულებების მარკირების სპეციალური ინსტრუმენტი და ინტეგრირებული, თვითგანვითარებადი ნეიტრონული ქსელი იძლევა ვიდეო ნაკადების სწრაფი მარკირების და 1000 კადრი/საათში მასალის მიღების საშუალებას, რაც არის კლასიფიკატორების თვითსწავლების პროცესის დასრულებითი სტადია.