#partnertalks ბლოგში სტუმრად გვყავს ჩვენი პარტნიორი კომპანია Oberig-IT, რომელთანაც ვთანამშრომლობთ 2017 წლიდან.
„Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი თათარაშვილი ესაუბრება კომპანია Oberig-IT ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, მაქსიმ პრახოვს.
ბ-ნო მაქსიმ, გთხოვთ მოგვიყვეთ კომპანია Oberig-IT-ის შესახებ და რომელი ვენდორების პროდუქტები შედის თქვენი გადაწყვეტილების პორტფოლიოში?
დსთ-ს ქვეყნებში და საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ფოკუსური პორტფოლიოთი, რომელიც არა მხოლოდ არ იკვეთება კონკურენტულ გადაწყვეტილებებთან, არამედ ავსებს არსებულ ბაზარს. მაგალითად, ჩვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც Fidelis კიბერუსაფრთხოების პლატფორმამ საპილოტე პროექტში გამოავლინა ინსაიდერი, რომელიც წარმოადგენს ბანკის სისტემის ერთ-ერთ ადმინისტრატორს და ბიუჯეტირების და Fidelis Deception-ის შეძენის გარდა, ავტომატურად წარმოიშვა FUDO PAM პროდუქტის - სპეციალიზირებული გადაწყვეტილების გამოყენების აუცილებლობა პრივილიგირებული მომხმარებლების კონტროლისათვის. თავის მხრივ, FUDO PAM-ის გამოყენება წარმოშობს კითხვებს Microsoft AD-ში პრივილიგირებული მომხმარებლების უფლებების წვდომის ავტომატური აუდიტის და მონიტორინგის შესახებ, რომელსაც Solarwinds ARM (Access Rights Manager) ეფექტურად აგვარებს. ინფორმაციული უსაფრთხოების მოწინავე უინციდენტო გამოძიებამ Fidelis Deception-ის დახმარებით, შეიძლება მოითხოვოს IT ინფრასტრუქტურაში უკვე არსებული პრობლემების დეტალური ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფილია Solarwinds-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების მონიტორინგისა და მართვის კომპლექსური პლატფორმის მიერ. Fidelis (შედგება Deception, EDR, NTA/NAD/IDS მოდულებისგან) კომპლექსური პლატფორმის დახმარებით გამოვლენილმა ტარგეტირებულმა APT შეტევებმა შეიძლება მიუთითონ იმ კრიტიკულ მოწყვლადობაზე, რომელიც არ გამოვლენილა დროულად და გამოყენებულ იქნა თავდამსხმელების მიერ შიდა სეგმენტში წარმატებული შეღწევის მიზნით. ამ შემთხვევაში მოწყვლადობის პროაქტიური აღმოფხვრის და რისკების დონეების რეგულარული კონტროლისათვის, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ლიდერი კომპანია Tenable-გან (Forrester 2019 რეპორტის მიხედვით) პლატფორმას. ამ საილუსტრაციო მაგალითების საფუძველზე, მე აღვწერე ჩვენს პორტფოლიოში არსებული გადაწყვეტილებები, რომელსაც კომპანია Oberig-IT ოფიციალურად სთავაზობს მომხმარებლებს საქართველოს ბაზარზე.
ჩვენს პორტფოლიოში ფოკუსური გადაწყვეტილებების არსებობა გამოწვეულია პროექტების შემუშავებისადმი ჩვენი პროფესიული მიდგომით, რომელიც განსხვავდება ბაზარზე წარმოდგენილი დისტრიბუტორების უმეტესობისგან. თითოეულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა გულისხმობს საკუთარი ტექნიკური ექსპერტიზის არსებობას - ჩვენი ინჟინრები არა მხოლოდ სერთიფიცირებულნი არიან გადაწყვეტილებების მომწოდებლების მიერ, არამედ იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას თითოეული პროდუქტისათვის განკუთვნილ დემო-სტენდებზე მუშაობისას.
ასეთი ბიზნეს მოდელის დახმარებით კომპანია Oberig-IT ხდება საიმედო პარტნიორი მომხმარებლებისათვის არა მხოლოდ დისტანციური ტესტირებების/PoC ჩატარების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის პლატფორმაზე (წარმოადგენს სტანდარტს ჩვენს თითოეულ პროექტში), არამედ პროექტის ფარგლებში პროექტის დანერგვის, პროდუქტთან მუშაობის სწავლების და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფისათვის.
რას ფიქრობთ საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია წინა წლებთან შედარებით? თქვენი აზრით, როგორ ვითარდება საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით?
მე უკვე რამენიმე წელია ვმუშაობ ქართული ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე (2017-2019 წლებში მე ვიყავი პასუხისმეგებელი დსთ-ს და საქართველოს რეგიონზე ვენდორ Red Hat-ის მხრიდან) და შემიძლია აღვნიშნო, რომ ბაზრის განვითარების დინამიკა და ტექნოლოგიების მოთხოვნა ბევრ ასპექტში უსწრებს დსთ-ს ქვეყნებს. თუ 2017 წელს საუბარი მიდიოდა საბაზრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, ლიცენზიების შეძენაზე და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერაზე (მათ შორის, მასზეც, რაც უკვე გამოიყენება), 2020 წელს შეინიშნება მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესი მონიტორინგის კომპლექსური გადაწყვეტილებების, IT ეფექტურობის გაზრდის და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწინავე ტექნოლოგიების მიმართ (მაგალითად, Fidelis Deception და Tenable.io).
ამავე დროს გრძელდება ინფორმაციული უსაფრთხოების საბაზისო საშუალებებით პროექტების განვითარება და ბაზრის გამდიდრება, მაგალითად პრივილეგირებული მომხმარებლების კონტროლისათვის, ეფექტურობის შეფასების და მათი მუშაობის ვიდეო სესიის ჩაწერისათვის (FUDO PAM). ეს დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების რეგულატორებთან გაძლიერებულ მოთხოვნებთან, მაგალითად საერთაშორისო საგადასახადო სისტემებსა და PCI DSS სერთიფიცირების გამარტივებული სპეციაფიკაციის მიღებასთან.
„Noventiq საქართველო“ თანამშრომლობს კომპანია Oberig-IT-თან მისი დაარსების დღიდან. როგორ აფასებთ კომპანია „Noventiq საქართველო“-ს და როგორ გესახებათ ჩვენი მომდევნო თანამშრომლობა ?
Noventiq-ის კომპანიების ჯგუფში შემავალი რეგიონალური გუნდების მაღალი პროფესიონალიზმი არის წარმატების საწინდარი დსთ-ს სივრცეში და მრავალ სხვა ქვეყანაში. მაგრამ „Noventiq საქართველო“ ჩვენთვის არა მხოლოდ დასაყრდენი პარტნიორია - ჩვენ გვაერთიანებს მრავალწლიური მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბდა Oberig IT-ის დაარსებამდე. საერთო პროექტებში წარმატების მისაღწევად ჩვენ ვიზიარებთ გამოცდილებას და ვანვითარებთ პარტნიორების ექსპერტიზას - უახლოეს მომავალში ვგეგმავთ „Noventiq საქართველო“-ს ინჟინრების სწავლება-გადამზადებას ახალი მიმართულებებით.
ბოლო თვეებში ბიზნესი მთელ მსოფლიოში დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. დისტანციური მართვის ახალი რეალობის გათვალისწინებით მრავალმა IT კომპანიამ შესთავაზა მომხმარებლებს უფასო პროგრამული უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით დამკვეთებს Solarwinds, Fudo & Fidelis უფასო ლიცენზიებს. მოგვიყევით, როგორი მხარდაჭერა გაუწია Oberig-IT-მ ბიზნესს რთულ პერიოდში და რა პროდუქციას სთავაზობდა მომხმარებელს უსასყიდლო პროგრამის ფარგლებში?
ყველასათვის რთულ პერიოდში ჩვენ ვეცადეთ გაგვეწია დახმარება ჩვენი მომხმარებლებისათვის. პირველ რიგში გაიზარდა დისტანციურ მუშაობასთან და მართვასთან დაკავშირებული რისკები. ამიტომაც, FUDO, Fidelis და Solarwinds-თან ერთობლივად შევიმუშავეთ პრომო-პროგრამები და კარანტინის დროს შევთავაზეთ პარტნიორებს უფასო გადაწყვეტილებები. ასევე შევთავაზეთ მინიმალურად პროდუქტიულ კონფიგურაციებში გადაწყვეტილებების განშლის Oberig IT-ის უფასო სერვისი. ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო ვენდორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი ფოკუსირება დსთ-ს სივრცის ქვეყნებზე და საქართველოს IT მოთხოვნებზე. მაგალითად, ბიუჯეტების სიმცირის და ფორს-მაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, Solarwinds-მა შემოიღო ხელმომწერთა პროდუქციის გავრცელების სისტემა (რაც ტრადიციულ ლიცენზიაზე ბევრად ხელმისაწვდომია), ხოლო FUDO-მ მოახდინა სწრაფი რეაგირება და უკვე მარტის თვეში შესთავაზა მომხმარებელს 3 და 6 თვიანი ლიცენზიები.
შექმნილ ვითარებაში ბიზნესმენები კვლავაც ეძებენ დისტანციური მუშაობის და მართვის უსაფრთხო მეთოდებს. ამ მიმართულებით ქართული მომხმარებლისათვის რომელია თქვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტი?
ალბათ FUDO PAM - მარტივ კონფიგურაციაში მისი განშლა შესაძლებელია რამოდენიმე საათში, მუშაობს პროტოკოლების დონეზე, არ საჭიროებს აგენტების ინსტალაციას, მარტივია მოხმარებაში და სწრაფად იძლევა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან და IT სერვისებთან დისტანციური მუშაობის კონტროლის შედეგებს. მოხარული ვარ, რომ PAM კლასში საუკეთესო ფუნქციონალის და სიმარტივის გამო ბოლო წლებში ეს გადაწყვეტილება გახდა პოპულარული საქართველოში.
რას უსურვებთ კომპანია „Noventiq საქართველო“-ს გუნდს?
კომპანია „Noventiq საქართველო“-ს ვუსურვებ უფრო მეტ წარმატებებს, კეთილდღეობას, საიმედო მეგობრებს და პარტნიორებს და რა თქმა უნდა - მშვიდობას.