#partnertalks ბლოგში სტუმრად გვყავს ჩვენი პარტნიორი კომპანია MUK-Tbilisi, რომელთანაც პარტნიორობა გვაკავშირებს 2015 წლიდან. 2019 წლის განმავლობაში „Noventiq საქართველო“-მ MUK-Tbilisi-თან ერთად წარმატებით განახორციელა ძალიან ბევრი პროექტი. 2020 წელსაც დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა.
„Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი თათარაშვილი ესაუბრება კომპანია MUK-Tbilisi-ის დირექტორს, ბატონ ამირან კოპალეიშვილს.
ბ-ნო ამირან, როდის დაიწყეთ მუშაობა კომპანია MUK Tbilisi-ში? გთხოვთ მოგვიყვეთ MUK Tbilisi-ის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, რამდენი წელია არსებობს წარმომადგენლობა, რა არის მისი ძირითადი მიმართულებები?
MUK-Tbilisi IT დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანიამ საქართველოში თავისი საქმიანობა დაიწყო 2011 წლის ნოემბერში. დაარსების დღიდან კომპანიის დირექტორი გახლავართ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უამრავ წამყვან მწარმოებელ კომპანიასთან, როგორიც არის HP, DELL EMC, Autodesk, Oracle, NetApp, IBM, Penta Security, Symantec და მრავალი სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე. MUK-Tbilisi-ის ძირითადი მიმართულება გახლავთ კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების დისტრიბუცია. MUK-Tbilisi აქტიურად ანვითარებს პარტნიორულ ქსელს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც გაყიდვების მოცულობების გაზრდისა და სხვადასხვა სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისთვის მთელ რიგ საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. ამასთანავე, ჩვენი კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ჩვენი პარტნიორების ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტების განმავლობაში.
ტესტირებისათვის ჩვენ ადგილზე გვაქვს დემო-მოწყობილობების სხვადასხვა ნაკრები, რომელიც ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი ჩვენი პარტნიორებისათვის და რომლის განახლება-შევსება მუდმივად ხორციელდება. ასეთი ნაკრებებიდან აღვნიშნავდი სასერვერო და მონაცემთა შენახვის საშუალებებს, კომუტატორებს, ქსელის დაცვის საშუალებას, ტელეფონიას, ქსელურ გამანაწილებლებს და სხვა.
რა უპირატესობას იძლება თანამშრომლობა MUK-Tbilisi-თან?
ჩვენი პროდუქტების პორტფელში წარმოდგენილია დარგის წამყვანი მწარმოებლების გადაწყვეტილებების დიდი სია, რაც არჩევანის საშუალებას აძლევს ჩვენს თითოეულ პარტნიორს ამა თუ იმ პროექტის განხორციელების პროცესში. ჩვენთან შესაძლებელია აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, მომსახურება და კონსალტინგი. ჩვენ გვაქვს MUK ტრეინინგ ცენტრი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს IT სწავლების სერვისებს მრავალი საინტერესო კურსით. ჩვენ გვყავს სერთიფიცირებული სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და გაუწიოს სათანადო პროფესიული კონსულტაცია.
როგორც აღვნიშნე ჩვენი კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ჩვენი პარტნიორების ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტების განმავლობაში. აღნიშნული ჩართულობით ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს დამატებით მომსახურებას, რაც გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ MUK-Tbilisi-ზე, როგორც უნიკალურ კომპანიაზე, რომელიც ავითარებს მოდელს “Value-Added Distribution”.
რას გვეტყვით „Noventiq საქართველო“-სა და MUK Tbilisi-ის პარტნიორობის შესახებ, როგორ აფასებთ კომპანიის წვლილს საქართველოს ბაზარზე და რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია თქვენთვის “Noventiq საქართველო”?
„Noventiq საქართველო“-სთან თანამშრომლობა 2015 წელს დავიწყეთ. ჩვენთვის „Noventiq საქართველო“ ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და მათ გუნდთან ერთად არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „Noventiq“ ჩვენი გლობალური პარტნიორია და ეფექტურად ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებშიც. „Noventiq საქართველო“-ს გუნდი ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით უდგება თითოეულ პროექტს და ითვალისწინებს თავისი მომხმარებლის საჭიროებებს პროექტის თითოეულ ეტაპზე.
რას ფიქრობთ საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია წინა წლებთან შედარებით?
საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიური ბაზარი ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნელა მიმდინარეობს. საქართველოში ჯერ კიდევ დიდი პროცენტი უჭირავს პირატულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ საქართველოს კარგი კურსი აქვს აღებული, კომპანიებმაც დაინახეს ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება. შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო ვითარდება სწორი მიმართულებით. იმედი მაქვს, პრევენციული აქტივობები პირატული გადაწყვეტილებების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება და დავეწევით მსოფლიოს ამ მიმართულებით.
ბ-ნო ამირან, რა უსურვებდით „Noventiq საქართველო“-ს გუნდს?
მსურს ვუსურვო „Noventiq საქართველო“-ს გუნდს მომავალშიც ასეთი შემართებით გააგრძელოს მუშაობა ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე, ბოლომდე მიჰყვეს კომპანიის წინაშე დასახულ ამოცანებს და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნისთვის სასარგებლო და საინტერესო პროექტების განხორციელებაში. კომპანია MUK-Tbilisi კვლავ გააგრძელებს „Noventiq საქართველო“-ს მხარდაჭერას და გვერდში დგომას.