ჩვენ ვიწყებთ ახალ ბლოგს - #partnertalks. ბლოგს უძღვება „Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი თათარაშვილი.
კომპანია „Noventiq საქართველო“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და პირველივე დღიდან გახლავთ კომპანია „მაიქროსოფთ“-ის პარტნიორი.
„Noventiq საქართველო“-ს სტატუსები „მაიქროსოფთ“-ის მიმართულებით ყოველწლიურად იცვლებოდა, სულ უფრო და უფრო მაღალი სტატუსის მქონე პარტნიორი ვხდებოდით და დღეს 2020 წლისთვის გაგვაჩნია საქართველოს ბაზარზე ყველაზე მაღალი დონის სტატუსები, მათ შორის როგორიც არის Microsoft LSP, Microsoft CSP Direct, Azure Expert Managed Service Provider (MSP), Microsoft AER და მრავალი სხვ.
„Noventiq საქართველო“-მ და „მაიქროსოფთ“-მა ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა საქართველოს მაშტაბით და დაეხმარა კომპანიებს - „ავიატორი“ (აჭარაბეთი), „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ (GWP), „ომეგა მოტორს“, „ევექსი“ და მრავალ სხვა კომპანიას „მაიკროსოფთ“-ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების და სერვისების დანერგვაში.
გთავაზობთ ინტერვიუს „მაიქროსოფთ საქართველო“-ს წარმომადგენელს და საფინანსო სექტორის კომერციულ მენეჯერთან - ქეთევან რატიანთან.
ქ-ნო ქეთი, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, როდის დაიწყეთ მუშაობა კომპანია „მაიქროსოფთ“-ში და როგორ აფასებთ განვლილ წლებს. თქვენ სამი შვილის დედა ბრძანდებით როგორ უთავსებთ პირად ცხოვრებას და ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როდესაც თქვენ საქართველოს „მაიქროსოფთ“-ის გარდა უკრაინის და ბელორუსიის ქვეყნებშიც მოღვაწეობთ ამ მიმართულებით.
„მაიქროსოფთ“-ის გუნდს 2018 წლიდან შემოვუერთდი. საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვმუშაობდი, ეტაპობრივად კი დაფარვის არეალი გაიზარდა. მიხარია, რომ სწორედ იმ დროს გავხდი ამ გუნდის წევრი, როცა კომპანიაში უდიდესი ტრანსფორმაცია განხორციელდა. ბოლო წელი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რადგან გავხდი საფინანსო სექტორის კომერციული მენეჯერი, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიც არის უკრაინა და ბელორუსი. ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული წელი იყო, აღნიშნულ ქვეყნებში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები მოწინავე ბანკებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად, რომლებმაც საგრძნობლად დაეხმარა მათ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.
„მაიქროსოფთ პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია გამოირჩევა თავისი თანასწორი მიდგომით ყველა თანამშრომლის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ ადამიანს ეძლევა კარიერული განვითარების თანაბარი შანსი განურჩევლად სქესის, ასაკის, რასის და გეოგრაფიული მდებარეობისა. მუშაობის პერიოდში მაქვს შესაძლებლობა ვიყო ერთდროულად სხვადასხვა პროგრამების მონაწილე და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება თვითგანვითარებაში.
მესამე შვილი სწორედ „მაიქროსოფთ“-ში მუშაობის დროს შემეძინა. არასდროს მიგრძვნია, რომ ოჯახს ან სამსახურს ვაკლებდი საჭირო ყურადღებას, რადგანაც პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის საშუალებას თავად კომპანია აძლევს ყველა თანამშრომელს.
გთხოვთ მოგვიყვეთ „მაიქროსოფთ“-ის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, რამდენი წელია არსებობს წარმომადგენლობა, რა არის მისი ძირითადი მიმართულებები?
„მაიქროსოფთ საქართველო“ არის Microsoft Corporation-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და ოპერირებს 3 ძირითადი მიმართულებით: კომერციული, სამთავრობო და განათლების სექტორი. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ უმსხვილეს ორგანიზაციებთან, ყველა ინდუსტრიის მომხმარებლებთან, რათა დავეხმაროთ მათ ციფრულ კომპანიებად გარდასახვაში და ამ გარდასახვის დაჩქარებაში.
რას ფიქრობთ საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია წინა წლებთან შედარებით?
ციფრული ტექნოლოგიების ათვისება სწრაფად ხდება და ეს პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება. თუ შევადარებთ წინა წლებს, საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება, რათა გადავიდეთ განვითარების შემდეგ ეტაპებზე და საქართველომ ტექნოლოგიების შექმნის, განვითარების და გამოყენების მსოფლიო რუკაზე თავის ადგილი დაიკავოს.
რაც შეეხება საქართველოს ბაზრის პოტენციალს და პერსპექტივებს, მოკლედ აღვნიშნავ იმას, რომ წამყვან კომპანიებს, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, გააჩნიათ ამბიციური და პროგრესული გეგმები, თუ როგორ უპასუხონ ციფრულ გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.
კომპანიებმა დროულად დაინახეს ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა და უპირატესობები და ვფიქრობ სწორედ ამანაც განაპირობა მათი მკვეთრი განვითარება. თვალსაჩინოა მათი წარმატება ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვის და განვითარების საქმეში, რამაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ უსაფრთხო, მოქნილი პროდუქტები და კომფორტული მომსახურება.
რას გვეტყვით „Noventiq საქართველო“-ს და „მაიქროსოფთ“-ის პარტნიორობის შესახებ და როგორ აფასებთ კომპანიის მოღვაწეობას საქართველოს ბაზარზე?
„მაიქროსოფთ“-თვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ჰყავდეს საიმედო, გამოცდილი და პროგრესული პარტნიორები. სწორედ პარტნიორების დახმარებით ვახორციელებთ ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებს ქვეყანაში, რათა ხელი შევუწყოთ კომპანიებს გახდნენ უფრო ეფექტურები და წარმატებულები. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორ კომპანიებს, ვატარებთ ტრენინგებს, ვაწვდით სხვადასხვა სასწავლო რესურსებს უახლეს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, ახალი ტექნიკური უნარების შეძენის და IT ექსპერტიზის გაუმჯობესების მიზნით.
„Noventiq საქართველო“-სთან პარტნიორობის პირველივე დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ბაზარზე. გვაქვს განხორციელებული ერთობლივი წარმატებული პროექტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „Noventiq“ ჩვენი გლობალური პარტნიორია და ეფექტურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
პარტნიორები კომპანიებს სთავაზობენ სხვადასხვა ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ეხმარებიან „მაიქროსოფთ“-ის სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაში მათი ეფექტური გამოყენების მიზნით. „მაიქროსოფთ“-თან ერთად, ისინი ეხმარებიან კომპანიებს ციფრულ კომპანიებად გარდაქმნაში, რაც ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
თქვენი აზრით, რა როლს ითამაშებს ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის განვითარებაში?
ხელოვნური ინტელექტი იმ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრშია, რომლის ტემპიც განსაკუთრებულად დაჩქარებულია. კვლევებისა და წარმატებული კომპანიების მაგალითებზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს გადამწყვეტ როლს ბიზნესის განვითარებაში, რათა კომპანიები გახდნენ უფრო ეფექტურები, მოქნილები და კონკურენტუნარიანები.
მსოფლიოში, რომელიც დღეს უფრო მეტად ციფრულია ვიდრე ოდესმე, აუცილებელია რომ ბიზნესმა პრიორიტეტი მიანიჭოს როგორც ტექნოლოგიებს, ასევე დასაქმებულთა უნარების განვითარებას და დახვეწას, რადგან, სწორედ ადამიანების უნარების და ტექნოლოგიების სინთეზი ქმნის დიდ შესაძლებლობებს. ასევე, „მაიქროსოფთ“-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სწორედ ეს კომპანიები მიიღებენ ყველაზე მეტ სარგებელს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.