ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბლოგს #partnertalks. ამჯერად სტუმრად გვყავს კომპანია Huawei, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ბლოგს უძღვება „Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი თათარაშვილი.
2020 წლის განმავლობაში „Noventiq საქართველო“-ს კომპანია Huawei-თან ერთად ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი და ჩაშვებულია წარმოებაში, რაზეც აქტიურად მუშაობს ორივე მხარე, როგორც „Noventiq საქართველო“-ს გუნდი, ასევე კომპანია Huawei-ის წარმომადგენლები.
გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია Huawei-ის საქართველოს წარმომადგენლობის ენტერპრაიზ ბიზნესის ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან გაბუნიასთან.
ლევან, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, როდის დაიწყეთ მუშაობა კომპანია Huawei-ში და როგორ აფასებთ განვლილ წლებს?
ინფორმაციული ტექნოლოგიები არის ის სფერო, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დავუთმე. სხვა საქმე არც არასდროს მიკეთებია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჩემი საქმე და ეს სფერო განსაკუთრებულად მიყვარს.
კომპანია Huawei-ს 2018 წელს შემოვუერთდი და ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების ეტაპი დაიწყო. ადამიანებს ვისაც შეხება არ ჰქონდათ ამ კომპანიასთან, გააჩნდათ წარმოდგენა, რომ Huawei - ეს იყო მხოლოდ მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია. ზუსტად ამ მოსაზრების შესაცვლელად 2019 წელი დავიწყეთ საკმაოდ აგრესიულად. ამ ნაწილში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გავწიეთ ვეებერთელა სამუშაო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისათვის საქართველოში. მოვაწყვეთ ძალიან ბევრი საგანმათლებლო ტრენინგი და სემინარი. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „Noventiq საქართველო“-მ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ტრენინგების ორგანიზებაში და ზოგადად, ინფორმაციული ტექნოლოგიების, როგორც სფეროს განვითარებაში.
გთხოვთ მოგვიყვეთ Huawei-ის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. რამდენი წელია არსებობს წარმომადგენლობა, რა არის მისი ძირითადი მიმართულებები. როგორც ჩემთვის ცნობილია, Huawei ენტერპრაიზ მიმართულების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს.
კომპანია Huawei - ეს არის ყველასთვის ცნობილი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 170 ქვეყანაში და აქვს სამი ძირითადი მიმართულება.
აქამდე საქართველოში Huawei-ს იცნობდნენ, როგორც მობილური მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს ტელეკომ ოპერატორებთან და ამ მიმართულებით Huawei ფაქტიურად უალტერნატივოა.
უნდა აღინიშნოს საინტერესო დეტალი - Huawei-ს აქვს მესამე მიმართულება, სადაც წარმოდგენილია ძალიან ბევრი საკუთარი ენტერპრაიზ გადაწყვეტილება, რომელთა განვითარებაზეც პასუხისმგებელი საქართველოში მე გახლავართ.
კომპანია Huawei-ს გააჩნიაა 61 კვლევითი ცენტრი (R&D), რომლებიც სისტემატურად შეიმუშავებენ ახალ გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სფეროს განვითარებაში.
ზუსტად ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ Huawei იყო პირველი კომპანია, რომელმაც 5G ტექნოლოგია შეიმუშავა და ბაზარს შესთავაზა. ამის გარდა არის უამრავი ქსელური გადაწყვეტილება ენტერპრაიზ ბიზნესისათვის, ოპტიკური და რადიო კავშირებისთვის.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ Huawei-ს მიერ შემუშავებული მონაცემთა სანახი სისტემა OceanStor Dorado არის All-Flash Storage Systems ტექნოლოგის მოწყობილობა და დღეს დღეისობით ის არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური მონაცემთა შემნახველი. ასევე გამოვყოფდი ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც არის გამოთვლითი ცენტრები, Safe City და მრავალი სხვა.
რას ფიქრობთ საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია წინა წლებთან შედარებით?
ალბათ ამაზე ბევრი დაწერილა და ბევრი მოსაზრება არსებობს, თუ როგორ ვითარდება საქართველო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიები ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი კომპონტენტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია. განვითარებული ტექნოლოგიური პლატფორმები იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღონ გარკვეული სერვისები. საქართველო არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე არსებული ელემენტი, რადგან ჩვენს წინაშეც ზუსტად ის გამოწვევები და საფრთხეები დგას, რაც სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია უფრო მწვავე ფორმითაც.
წინა წლებთან შედარებით რა თქმა უნდა ყოველწლურად უკეთესობა გვაქვს, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ალბათ ამ ნაწილში კერძო ტექნოლოგიური კომპანიების და სახელმწიფოს თანმშრომლობა აუცილებელია. მიუხედავათ ბევრი ინოვაციური პლატფორმისა, რომელიც შეიქმნა ჩვენ ქვეყანაში, მთლიან შიდა პროდუქტის ძალიან მცირედი ნაწილი უკავია ტექნოლოგიებს. ვინაიდან ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პროფესიონალი და კარგი სპეციალისტი, ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი - იყოს ცოდნის, როგორც პროდუქტის ექსპორტიორი. საქართველოს ტექნოლოგიური ბაზარი მიუხედავად თავისი სიმცირისა, გამოირჩევა რეგიონში არსებული სხვა ბაზრებისგან და ის ყველაზე გამჭირვალე და კონკურენტულია. ალბათ ეს ის ფაქტორია, რომელიც კომფორტს უქმნის სხვადასხვა ვენდორებს და უჩენს ამ ბაზარზე აპელირების სურვილს.
თქვენ, Huawei-ში მოღვაწეობა დაიწყეთ პარტნიორების განვითარებით და Huawei ერტერპრაიზ მიმართულების კიდევ უფრო ამაღლებით. რას გვეტყვით „Noventiq საქართველო“-სა და Huawei-ის პარტნიორობის შესახებ, როგორ აფასებთ კომპანიის წვლილს საქართველოს ბაზარზე?
როგორც უკვე ავღნიშნე პარტნიორების განვითარება ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანაა. ძლიერი პარტნიორი ავტომატურად კომპანიის წარმატებას ნიშნავს და ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ტრენინგებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, სხვადახვა ტიპის მიმართულების სპეციალიტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ვინაიდან კომპანია „Noventiq საქართველო“ არის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე ამ ბაზარზე, ჩვენ მივესალმებით ჩვენი კომპანიების პარტნიორობას და ინტენსიურად ვმუშაობთ კომპანია „Noventiq საქართველო“-თან პარტნიორობის გაღრმავებაზე. გვაქვს გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სპეციალისტების გადამზადებას და კიდევ უფრო მაღალი სტატუსის მინიჭებას კომპანიისათვის, ასევე ინტენსიურად ვეხმარებით კომპანიის მომხმარებლებს, იქნება ეს სხვადასხვა მოწყობილობების დროებით სარგებლობაში გადაცემა, გამოცდილების გაზიარება თუ მრავალი სხვა.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მომწონს კომპანია „Noventiq საქართველო“-ს მიდგომა, ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სხვადასხვა ორგანიზაციებს. ამგვარი მიდგომა და კომფორტის შექმნა მომხმარებლის მიმართ რა თქმა უნდა იწვევს ამ კომპანიის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს და პატივისცემას.
ლევან, რა უსურვებდით „Noventiq საქართველო“-ს გუნდს?
როდესაც გაქვს კომპანიებთან სხვადასხვა პროექტებზე ძალიან მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობა, ეცნობი ძალიან ბევრ ადამიანს და იძენ ბევრ მეგობარს, შედეგად კი თვითონ თანამშრომლობის პროცესი ხდება კიდევ უფრო სასიამოვნო. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში არსებული ყველა პარტნიორი კომპანიიის განვითარებაში და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყოველი მათგანის განვითარებას.
ვფიქრობ, რომ კომპანია „Noventiq საქართველო“-მ კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში მის წინაშე დასახულ გამოწვევებს და ბევრ კომპანიას დაეხმარა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის პროცესში, წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში და სწორი გადაწყვეტილებების შერჩევაში.
„Noventiq საქართველო“-ს გუნდს ვუსურვებდი, რომ მიუხედავად ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციისა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი პოზიციები.