დღეს, ჩვენ სტუმრად გვყავს კომპანია ESET, რომელთანაც პარტნიორობა 2010 წლიდან დავიწყეთ და დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამჟამად კომპანია „Noventiq საქართველო“ ფლობს ESET-ის Corporate Premier Partner სტატუსს.
ბლოგს უძღვება „Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი თათარაშვილი.
გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია ბატონ რუსლან შლეგელთან, CIS Partner Account Manager ESET.
რუსლან, მოგვიყევით კომპანია ESET-ში თქვენი მუშაობის შესახებ, რა არის კომპანიის ძირითადი მიმართულებები?
ჩემთვის კომფორტულია კომპანია ESET-ში მუშაობა - მუდმივად ვვითარდები, ახალ პროექტებზე ვმუშაობ, ვეძებ ამოცანების გადაწყვეტის არასტანდარტულ გზებს. დღეს, პანდემიის დროს, კომპანია ESET-მა აჩვენა, რომ შესწევს უნარი სწრაფად მოერგოს ნებისმიერ ცვლილებას და ამავე დროს შეინარჩუნოს თანამშრომლების შემართება. ESET-მა სწრაფად შეძლო დისტანციური სამუშაო ადგილების ორგანიზება და აგრეთვე მოახერხა ჩვენი უნიკალური კორპორატიული კულტურის ონლაინ რეჟიმში შენარჩუნება.
წლების განმავლობაში კომპანია ESET ინარჩუნებს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტ კომპანიის სტატუსს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი კომპანია არა მხოლოდ აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, არამედ რეგულარულად ეწევა კვლევით საქმიანობას, რაც გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები და შევინარჩუნოთ მოპოვებული პოზიციები.
ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს პერსონალური და კორპორატიული მომხმარებლებისათვის. აღსანიშნავია, რომ ESET ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ბიზნეს სეგმენტს - ჩვენ გაგვაჩნია პროდუქცია, როგორც მცირე კომპანიების ქსელებისთვის, ასევე მსხვილი IT ინფრასტრუქტურებისათვის.
„Noventiq საქართველო“-თვის კომპანია ESET ყოველთვის იყო და არის სტრატეგიული პარტნიორი. თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ მრავალი ერთობლივი პროექტი. რას გვეტყვით „Noventiq საქართველო“-სა და ESET-ის პარტნიორობის შესახებ?
ESET მუდამ ტონუსშია და აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს. შემოთავაზებული პროდუქტების ფართო სპექტრის წყალობით კომპანია იკავებს მყარ პოზიციებს საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანია - გავხდეთ საინფორმაციო აქტივების პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი მწარმოებლები, რაშიც ძალიან გვეხმარება ჩვენი პარტნიორი კომპანია „Noventiq საქართველო“.
ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ იქნებ მოკლედ ისაუბროთ ESET-ისა და „Noventiq საქართველო“-ს მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტზე, რომელიც გახსენდებათ?
გამოვყოფდი პროექტს, რომელიც განვახორციელეთ თბილისის მერიაში - ESET Dynamic Threat Defence 2000 მომხმარებელზე, რაც გახლდათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართულებით პირველი პროექტი საქართველოში. „Noventiq საქართველო“ გახდა საქართველოში ESET-ის პირველი პარტნიორი, რომელმაც განახორციელა პროექტი EDTD Sandbox-ის მიმართულებით. „Noventiq საქართველო“-ს აქვს ექსკლუზიური მიდგომა მომხმარებელთან. კომპეტენციის მაღალი დონის და სხვადასხვა ვენდორებთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით მომხმარებელი, ამა თუ იმ პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის პროცესში რჩევით, როგორც წესი მიმართავს “Noventiq საქართველო“-ს. აღნიშნული კი ხელს უწყობს ESET-ს იყოს ლოიალური ნებისმიერი ახალი პროდუქტის მიმართ საქართველოს ბაზარზე. ასეც მოხდა Sandbox-თან მიმართებაში. თავდაპირველად ჩვენ დავიცავით მომხმარებლის სამუშაო სადგურების ნახევარი, შემდეგ გავზარდეთ რაოდენობა, რითიც სრულად დავიცავით კლიენტის მოთხოვნები.
მიუხედავად ყველა სირთულისა, რომლებიც პროექტის დროს წარმოიშვა, „Noventiq საქართველო“-ს გუნდმა კარგად გაართვა თავი პროექტს და მიიყვანა დასმული ამოცანა წარმატებულ დასრულებამდე.
ბოლო ორი თვე სერიოზული გამოცდა იყო ბიზნესისათვის მსოფლიოს მაშტაბით. ბაზრის შენარჩუნების აუცილებლობის გამო ბიზნესის მფლობელები დაჟინებით ეძებდნენ და კვლავ აგრძელებენ პერსონალის უსაფრთხო დისტანციური მუშაობის ორგანიზების ეფექტურ გზებს. ESET-ის რომელი პროდუქტებია აქტუალური ქართული ბაზრისათვის დღევანდელ დღეს?
ჩემი აზრით, საქართველოს ბაზარზე დღეს განსაკუთრებით აქტუალურია კორპორატიული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციულ უსაფრთხოებას დისტანციური მუშაობის რეჟიმში.
პანდემიის ფონზე, კიბერდანაშაულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, შეტევების უმეტესობა მიმართულია კორპორატიული ქსელზე და ბიზნესმენების ანგარიშებთან წვდომაზე. თავის მხრივ, ESET-ის პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსურ მიდგომას ინფორმაციული აქტივების დაცვის მიმართ. მაგალითად, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ანტივირუსულ გადაწყვეტილებას «ანტიფიშინგ» მოდულთან ერთად, რომელიც მომხმარებელს აფრთხილებს გზავნილების პოტენციალური საფრთხეების შესახებ.
რუსლან, რას უსურვებთ „Noventiq საქართველო“-ს გუნდს?
კომპანია ESET-ის სახელით მსურს „Noventiq საქართველო“-ს ვუსურვო, შეინარჩუნოს შემართება, პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი. არსებულ რეალობაში ძალზედ მნიშვნელოვანია ერთიანი გუნდის შენარჩუნება და მისი თითოეული წევრის ნდობა.