თანამედროვე ბიზნესი არის ინფორმაციის ოკეანე
კომპანიების წინაშე დგება ახალი გამოწვევები, რაც განპირობებულია გლობალური მაკროეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებით. ეფექტურობის ზრდისა და მუდმივი, აქტიური განვითარების მიზნით ბიზნესის ლიდერების ყურადღება პირველ რიგში მიმართულია შიდა რეზერვების გამოვლენაზე.
ასეთ გარემოში გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს სწრაფად. წარმატების მისაღწევად კომპანიებს სჭირდებათ ხარისხიანი ინფორმაცია და სწორი ინსტრუმენტები მისი ანალიზისათვის. ინფორმაციის მოცულობა, რომელიც კვებავს თანამედროვე ბიზნესს, შეიძლება შევადაროთ ოკეანეს. მონაცემთა მასიურ ნაკადებს ვიღებთ როგორც გარე, ისე შიდა წყაროებიდან.
ამასთან, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოცულობის და ხელმისაწვდომობის ზრდამ შექმნა პარადოქსული ვითარება:
- ერთი მხრივ, ვღებულობთ უამრავ ინფორმაციას;
- მეორეს მხრივ, ის არ არის საკმარისად აქტუალური.
ასეთ პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების შეფერხების ძირითადი მიზეზებია:
- კონკრეტულ ბიზნეს მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული განახლების უუნარიანობა;
- სხვადასხვა მწარმოებლის და მომხმარებლისაგან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებული დამაკავშირებელი სისტემების არარსებობა.
გადაწყვეტილებების მიღება პირდაპირ დამოკიდებულია ოპერატიულობაზე და ანალიტიკურ მონაცემებზე, რაც ადასტურებს აღნიშნული რესურსის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მის უალტერნატივობას მმართველი რგოლისათვის ბიზნესში წარმატების მისაღწევად.
მართეთ საინფორმაციო ნაკადები და იყავით წარმატებულები
ინფორმაცია მრავალფეროვანია. იმისათვის, რომ იქონიოთ ზეგავლენა ბიზნესზე, თქვენ უნდა იცოდეთ მისი წარმომავლობა.
სტრატეგიული და ოპერაციული დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს კომპანიის ბიზნეს საქმიანობის თანამედროვე და გამჭვირვალე ხედვა, ჰქონდეს შესაძლებლობა, დაინახოს სრული სურათი და შეაფასოს:
- ცალკეული ბიზნეს-ერთეულები;
- ცალკეული ბიზნეს-პროცესები;
- ინდივიდუალური ბიზნეს-ქეისები.
დეცენტრალიზებული წყაროების გიგანტური მოცულობა, უსაზღვრო მრავალფეროვნება და სტრუქტურის არარსებობა აფერხებს ხარისხიანი ინფორმაციის მოწოდებას დროული გადაწყვეტილებების მისაღებად.
პრობლემები, რომლებიც დგება ინფორმაციის ბიზნეს მომხმარებლების წინაშე გამოწვეულია არა მარტო ანალიზისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობით, არამედ მისი თანმიმდევრობით, საიმედოობის ხარისხით, სიღრმისეულობით, მისი მომდევნო დამუშავებით და პირველწყაროსთან გამჭირვალე კომუნიკაციით.
მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მისაღებად ბიზნეს ლიდერებს უნდა ჰქონდეთ მონაცემთა აღრიცხვის სისტემები და ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით ინფორმაცია გაერთიანდება და მიიღებს კომპლექსური გადაწყვეტილების სახეს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს:
- კონკრეტულ ბიზნეს მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულ მიწოდებას;
- სისტემურ გამჭოლ კავშირს ინფორმაციის სხვადასხვა გენერატორებს და მომხმარებელს შორის.
სწორედ ამიტომ თითოეულ კომპანიას სჭირდება ბიზნეს ანალიტიკის სისტემა - ბიზნეს ინსტრუმენტი მონაცემთა მართვისა და გამოყენებისათვის, რომელიც ზრდის გადაწყვეტილების მიღების და მართვის ეფექტურობას, აგრეთვე ხელს უწყობს მუშაობის გაუმჯობესებას.
BI-ის გარეშე ბიზნესი ხდება არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, იზრდება ზარალის რისკი და დაკარგული მოგების მოცულობა.
სწორად გამოყენების შემთხვევაში, BI სისტემები უზრუნველყოფენ მდგრადობას და ურყევ ზრდას არასტაბილურ და აგრესიულ ბიზნეს გარემოში.
შექმენით ჩარჩო და დაიმორჩილეთ საინფორმაციო ოკეანის ყველა ტალღა
საიდან უნდა დავიწყოთ? მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების მყარი საფუძვლის მისაღებად, ხელმძღვანელს ესაჭიროება პასუხი შემდეგ კითხვებზე:
- რა მოხდა?
- რატომ მოხდა?
- რა გვინდა, რომ მოხდეს?
- რა მოხდება?
- რა ხდება ახლა?
ეს არის ძირითადი კითხვები, რომლებიც საჭიროებენ ერთიან მოდულში გაერთიანებულ შესაბამის და ზუსტ მონაცემებს.
ამ კითხვებზე პასუხები დამოკიდებულია ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებზე და შესაბამისად ზეგავლენა აქვთ ბიზნესის ეფექტურობაზე და მის მომავალზე.
ამრიგად, ჩამოთვლილი კითხვები აქტუალურია, როგორც მთელი კომპანიისათვის, ასევე მისი ცალკეული ფუნქციებისათვის, როგორიც არის:
- წარმოება;
- ლოჯისტიკა;
- ფინანსები;
- მენეჯმენტი;
- ინვესტიციები;
- გაყიდვები;
ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორც აღმასრულებელ, ასევე კომპანიის კონკრეტული ბიზნეს ერთეულების დონეზე, აუცილებელია შემდეგი პროცესების ორგანიზება:
- სტრატეგიული მიზნების დაგეგმვა და გრძელვადიანი პროგნოზირება;
- დაგეგმარება, ბიუჯეტის შედგენა და მოდელირება “რა მოხდება თუ...“;
- პროექტების დაგეგმვა და ინვესტიცირება;
- ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების და სტრატეგიული მიზნების მონიტორინგი;
- მენეჯერული, ანალიტიკური და ოპერაციული ანგარიშსწორება;
- ფინანსური და კონსოლიდირებული ანგარიშსწორება.