Autodesk, Inc. არის ამერიკული პროგრამული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს პროგრამულ პროდუქტებს და სერვისებს არქიტექტურის, ინჟინერიის, მშენებლობის, წარმოების, მედიის, განათლებისა და გასართობი ინდუსტრიებისთვის. კომპანია დაარსდა 1982 წელს ჯონ უოკერის მიერ, რომელიც იყო AutoCAD-ის პირველი ვერსიების თანაავტორი. AutoCAD გახლავთ კომპანიის ფლაგმანი კომპიუტერული დამხმარე დიზაინის (CAD) პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო Revit ძირითადად გამოიყენება არქიტექტორების, ინჟინრებისა და სტრუქტურული დიზაინერების მიერ შენობების და სხვა სტრუქტურების დიზაინის, შემუშავების და მოდელირებისთვის. Autodesk-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მრავალ სფეროში და პროექტებში One World Trade Center-დან Tesla ელექტრომობილებამდე.
ჩვენ ყოველ დღე ვაწყდებით Autodesk-ის დახმარებით შექმნილ მრავალ პროდუქტს. ერთი შეხედვით, შეიძლება ვერც კი გავაცნობიეროთ, თუ რამხელა როლს ასრულებს Autodesk ჩვენს გარემოცვაზე: თანამედროვე შენობა-ნაგებობების უმრავლესობა დაპროექტებული არის სწორედ ამ მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. ქალაქების ურბანული დაგეგმარებისთვის, სატრანსპორტო გზების და ნაკადების შემუშავებისთვის აქტიურად გამოიყენება Autodesk Civil 3D. 1997 წლიდან დღემდე, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის ყველა მფლობელი ვიზუალური ეფექტების კუთხით ფილმზე მუშაობისას იყენებდა Autodesk Maya-ს ლიცენზიას. Autodesk-ის ლიცენზიები აქტიურად გამოიყენება სპორტის ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად ფორმულა 1-ის ბოლიდების დიზაინის, ჰაერის ნაკადების სიმულაციისა და ნაწილების გამოჩარხვის პროცესში აქტიურ როლს ასრულებს Inventor, Fusion 360 და სხვა პროდუქტები. თანამედროვე კომპიუტერული თამაშები მუშავდება Autodesk 3DS Max-ის მეშვეობით. ამრიგად კარგად ვხედავთ, თუ რამხელა გავლენა აქვს Autodesk-ს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კომპანია „Noventiq საქართველო“ არის Autodesk-ის ერთადერთი სერტიფიცირებული პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულ ვენდორთან ვთანამშრომლობთ 2012 წლიდან. Autodesk-ის დახმარებით „Noventiq საქართველო“-ს გუნდმა განახორციელა მრავალი პროექტი, რაც აისახა შესაბამისი ინდუსტრიების სამუშაო ხარისხზე.
2020 წლის შემოდგომაზე განვახორციელეთ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ქ.თბილისის და ბათუმის მერიისთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის თანადაფინანსებით. პროექტი მოიცავდა თბილისისა და ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის Autodesk-ის არქიტექტურული კოლექციის ლიცენზიების მიწოდებას, რომელთა გამოყენებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმარების სამუშაოებში. კოლექცია მოიცავს Revit, Civil 3D, AutoCAD, InfraWorks, Navisworks Manage, Autodesk Docs ლიცენზიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს ნებისმიერი სირთულის პროექტი.
ასევე 2021-2022 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) -ის დახმარებით, აღნიშნული ქალაქების მერიის თანამშრომლებისთვის ჩავატარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი Civil 3D-ს მიმართულებით. სასწავლო პროგრამა მოიცავდა 12 საკვანძო საკითხს, რელიეფის არსებული პირობების მოდელირებიდან - საგზაო მასალებით ჯვარედინი მონაკვეთების წარმოქმნამდე. კურსი ჩატარდა Autodesk-ის სერტიფიცირებული ინჟინრისა და ლექტორის - ვლადისლავ ომელჩენკოს მიერ (უკრაინა). სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა მწარმოებლის შესაბამისი სერტიფიკატი.
„Noventiq საქართველო“ აქტიურად მუშაობს Autodesk-ის ბრენდის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის საქართველოს ბაზარზე. ყოველწლიურად ვხედავთ აშკარა წინსვლას ამ მიმართულებით, რაც გამოიხატება სულ უფრო მეტი დაინტერესებით სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ლიცენზირებულ სოფტს და შედეგად იღებს მაღალპროფესიონალურ პროდუქტს და მომსახურებას.
გთავაზობთ ავტოდესკის პორტფოლიოში არსებული ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვას:
3ds Max® - პროფესიონალური 3D მოდელირების, ინტუიციური ტექსტურირებით და დაჩრდილვის ხელსაწყოებით, რენდერის და ანიმაციის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევთ შექმნათ პრემიუმ დიზაინის პროექტი.
AutoCAD® - პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატიზაციის და მანქანათმცოდნეობის მახასიათებლებით.
არქიტექტორები, ინჟინრები და სამშენებლო დარგის პროფესიონალები იყენებენ AutoCAD-ს შემდეგი ამოცანების გადასაწყვეტად:
- 2D გეომეტრიის და 3D მოდელების დიზაინი და ანოტაცია მყარი ნაწილებით, ზედაპირებით და ბადისებრი ობიექტებით;
- ამოცანების ავტომატიზაცია, როგორიცაა ნახატების შედარება, ობიექტების დათვლა, ბლოკების დამატება, გრაფიკების შექმნა და სხვა;
Revit® BIM - პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება არქიტექტურის, ინჟინერიის და სამშენებლო (AEC) დარგების სპეციალისტებს შექმნან მაღალი ხარისხის შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის პროექტები მარტივად, მოდელის ფორმების და სტრუქტურის 3D-ში პარამეტრული.
Civil 3D® - დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფა ინჟინრებს აძლევს საშუალებას დააპროექტონ მომავალი ინფრასტრუქტურა, შეიმუშაონ საუკეთესო დიზაინი მოცემული გარემოსთვის და შექმნან პროექტის მარტივი დოკუმენტაცია
Inventor® 3D CAD - პროგრამული უზრუნველყოფა გთავაზობთ პროფესიონალური დონის მექანიკური დიზაინის, დეტალური ნახაზების, გეგმების და დოკუმენტაციის შექმნის საშუალებას და მზა პროექტის სიმულაციის ინსტრუმენტებს.
დაგვიკავშირდით